top of page

ბიტკოინით მოვაჭრეები მალე საფონდო ბირჟებს გაასწრებენ


ბიტკოინებით მოვაჭრე ინდონეზიური ფირმა მალე, სავარაუდოდ, ჩართული ხალხის რაოდენობის მიხედვით, გაასწრებს ქვეყნის საფონდო ბირჟას.

დარეგისტრირებული მომხმარებლების მიხედვით, ერთი კრიპტოვალუტით მოვაჭრე საიტმა შეიძლება 106 წლიან საფონდო ბირჟას გაასწროს.


ბლუმბერგთან ინტერვიუში, ინდონეზიის ციფრული აქტივების ბირჟის (INDODAX) მთავარმა აღმასრულებელმა, ოსკარ დარმავანმა, აღნიშნა, რომ პლატფორმას ეყოლება 1.5 მილიონი მომხმარებელი 2018 წლის ბოლოსთვის. დღეს საიტზე დარეგისტრირებულია 1.14 მილიონი მომხმარებელი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად ათასობით იზრდება.


რაც შეეხება ინდონეზიის საფონდო ბირჟას, იქ დარეგისტრირებულია 1.18 მილიონი ადამიანი, რომელიც ვაჭრობს აქციებით, ფასიანი ქაღალდებით, ფიუჩერსებით და ა.შ. ბირჟაზე დარეგისტრირებულ კომპანიათა ჯამური ღირებულება 520 მილიარდი დოლარია, კრიპტოვალუტების საერთო ბაზრის მოცულობა კი - 355 მილიარდი. ყველაზე მაღალ დონეს ამ მაჩვენებელმა წელს, იანვარში, მიაღწია და შეადგენდა 830 მილიარდ დოლარს.


ბალიში დაფუძნებული INDODAX-ი ინდონეზიელ მომხმარებლებს სთავაზობს ბიტკოინის გადაცვლას ნაღდ ფულში. აგრეთვე, კრიპტოვალუტის გადაცვლას კრიპტოვალუტაში. მეორე სერვისის შემთხვევაში, საიტზე შეიძლება შეიძინოთ: ეთერიუმი, სტელარი, რიპლი, ლაითქოინი, დეში და სხვ. აღმასრულებლის განცხადებით, მარტივდება საიტზე ვაჭრობა, და, 2018 წლის ბოლომდე, დღეს არსებული ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობის (100 მილიონი რუპია ან 7.3 მილიონი აშშ დოლარი) გაორმაგება იგეგმება.


მან დაამატა: „ჩვენი მომხმარებლების რიცხვი ყოველდღიურად, დაახლოებით, 3,000-ით იზრდება. მოხმარებლების უმრავლესობა ბიტკოინით ვაჭრობს, თუმცა შეინიშნება ეთერიუმის მომხმარებლების მკვეთრი ზრდაც.“


ასეთი შეფასებები აუცილებელია, რათა ტრენდად იქცეს დღევანელი ტენდენცია. ინდონეზია არაა კრიპტოვალუტებისთვის იდეალური გარემო, ვინაიდან მთავრობას ბევრჯერ მიუღია მკაცრი ზომები იმ ბიზნესების მიმართ, რომლებიც მონეტებით ვაჭრობდნენ.


მიუხედავად იმისა, რომ ინდონეზიის ცენტრალურ ბანკს, ბანკ ინდონეზიას, ჯერ არ აუკრძალავს კრიპტოვალუტებით ვაჭრობა, ბანკის ერთ-ერთმა უფროსმა ადრე განაცხადა, რომ მისაღებია სამართლებრივი ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც ბიტკოინს იყენებს გადახდის საშუალებად.


ყველაფრის მიუხედავად, ინდონეზიელებს საკმაოდ აინტერესებთ კრიპტოვალუტები. ამაზე არ მოქმედებს დიდად ის ფაქტი, რომ მთავრობა ხალხს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვისგან.


წყარო: ccn.com

bottom of page