top of page

ტაივანის ცენტრალური ბანკის მმართველი კრიპტოვალუტებს უფრთხის


ტაივანის ცენტრალური ბანკის ახალმა ხელმძღვანელმა თქვა, რომ სპეკულაციებმა კრიპტოვალუტის თავდაპირველი დანიშნულება შეცვალეს და ის აღარ არის მხოლოდ გადახდის საშუალება.

წლის დასაწყისში, როცა იანგ ჩინლონგი ჯერ კიდევ მოადგილე იყო ცენტრალურ ბანკში, მან შეამჩნია ის დადებითი მხარეები, უპირატესობები და გამოწვევები, რომლებიც კრიპტოვალუტას თან ახლდა.

მიუხედავად ამისა, საკანონმდებლო ბრიფინგზე მან ისაუბრა იმაზე, რომ კრიპტოვალუტები არ ასრულებენ თავიანთ საწყის ფუნქციას. მას საწყისი მიმართულებით მოძრაობა სურდა, „მაგრამ კრიპტოვალუტა მას შემდეგ უკიდურესი არასტაბილურობის მქონე საქონლად იქცა, რაშიც ბრალი საბაზრო სპეკულირებებს მიუძღვის“ - განაცხადა იანგმა.

ცენტრალური ბანკი ახლა სხვადასხვა რეგიონებში ჩატარებული ექსპერიმენტების კვლევის პროცესშია და პარალელურად თავადაც იკვლევს ბაზარს, თუმცა ისინი საკუთარ თავს ჯერ კიდევ ვერ აძლევენ იმის უფლებას, რომ ახალი, ელექტრონული, ტაივანური დოლარის გამოშვების გეგმა დააანონსონ.

როგორც „CoinDesk“ იუწყება, ახალმა მმართველმა ინაუგურაციის დროს სიტყვით გამოსვლისას ახსენა, რომ მმართველობის ვადაში მისი სააგენტო აუცილებლად გამოიყენებს ახალ ტექნოლოგიებს, როგორიცაა ბლოკჩეინი, რათა გააუმჯობესოს ბანკით სარგებლობის ეფექტურობის დონე.

წყარო: coindesk.com

bottom of page