top of page

Abra ახალ ვალუტებს ამატებს


ბიტკოინის მობილურმა საფულე Abra-მ ახალი სავაჭრო პლატფორმა წარადგინა, რომელიც მომხმარებლებს 20 კრიპტოვალუტასა და 50 ტრადიციულ ვალუტაში ინვესტირების საშუალებას აძლევს.

Abra-მ განაცხადა, რომ მათი აპლიკაციის ბოლო ვერსიით შესაძლებელი იქნება 70 ვალუტის გადაცვლა ნებისმიერ მომენტში. კომპანია ამბობს, რომ ამ მაჩვნებლებით მათი აპლიკაცია მსოფილიოში ერთადერთია, რომელიც ყველაფერს შეიცავს.


ეს საფულე უმეურვეოა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირადი გასაღები მომხმარებლების ხელშია და თუ Abra ვერ გაუძლებს ჰაკერების შემოტევებს, მომხმარებლები არაფერს არ დაკარგავენ.


საერთო ჯამში, ეს არის აპლიკაცია, რომლითაც ნებისმიერი ვალუტა შეგიძლიათ დააფინანსოთ და ამასთანავე მასში ჩაშენებულია ბიტკოინის საფულე - კრიპტოვალუტის არასრული ბირჟა.


ერთადერთი კრიპტოვალუტა, რომლის შეტანა ან გამოტანა შეგეძლებათ, არის ბიტკოინი ( სავარაუდოდ მას ლაითკოინი და ეთერიუმი დაემატება) და ჩვეულებრივი ვალუტიდან მხოლოდ დოლარისა და ფილიპინური პისოს გამოყენებაა შესაძლებელი.


დანარჩენი 67 ვალუტა არის სინთეტიკურად შექმნილი „Stablecoins”-ები, რომელთა ღირებულება დამოკიდებულია მათთან ასოცირებულ აქტივებთან, გონიერ კონტრაქტებთან და ბიტკოინთან.


Abra განმარტავს: „ოქროს შემთხვევაში, თუ მასზე ფასი გაიზრდება, მომხმარებელი მეტ დოლარს მიიღებს, თუ არა - პირიქით. Abra იმავეს გაკეთებას გეგმავს, მაგრამ ლაითკოინისა და ბიტკოინის გამოყენებით და არა დოლარის P2SH სკრიპტებით.“


Abra-ს შეუძლია ამ სერვისების შეთავაზება, რადგან თვითონაც აკეთებს საბაზრო ოპერაციებს, რითაც თავის კრიპტოვალუტაზე რისკს ამცირებს, როცა ფასი მერყეობს.


ეს პლატფორმა არ იღებს საკომისიოს, მაგრამ, Circle-ს ახალი საინვესტიციო აპლიკაციის მსგავსად, იღებს მცირე შემოსავალს ყიდვა-გაყიდვის ფასებით.


Abra-მ თავის მომხმარებლებს ნება მისცა Ether-სა და ჩვეულებრივ ვალუტაში ჩაედოთ ფული, რითაც ასობით მილიონი დოლარის ტრანზაქციები განხორციელდა შეუფერხებლად.


აპლიკაციას არანაირი გეოგრაფიული შეზღუდვა არ აქვს, თუმცა მხოლოდ ამერიკისა და ფილიპინების მოქალაქეებს შეეძლებათ ფულის შეტანა და გამოტანა, რაც საბანკო ქსელებში ან ACH-ით არის შესაძლებელი.


ამერიკის მოქალაქეებს ფულის შეტანა America Express-ითაც შეეძლებათ, თუ, რა თქმა უნდა, კრიპტოვალუტის შეძენის ფუნქცია არ აქვთ დაბლოკილი. ფილიპინელებს კი ფულადი დეპოზიტის გაკეთება Abra Tellers-ითაც შეუძლიათ

წყარო: ccn.com

bottom of page