top of page

ვენესუელას პეტრო კრიპტოვალუტებს პრობლემას უქმნის


ბრუკინგ ინსტიტუტის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ვენესუელას ნავთობით გამყარებული კრიპტოვალუტა, პეტრო, დიდი ალბათობით, ბიტკოინს და ეთერიუმს უფრო ავნებს, ვიდრე ქვეყნისთვის შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ეკონომიკური თვალსაზრისით.


ინსტიტურის სტატიიდან ირკვევა, რომ ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ, გამოაცხადა, რომ პეტროთი პირველ დღეს 735 მილიონი დოლარი იშოვეს, ხოლო წინასწარი გაყიდვებთ 6 მილიარდ დოლარს უმიზნებენ. CNN-ის თანახმად, მადურო ადასტურებს, ამ ფაზამ უკვე 5 მილიარდ დოლარს მიაღწია.


ვენესუელას მსგავსად სხვა ქვეყნებმაც გადაწყვიტეს თავიანთი ეროვნული კრიპტოვალუტის გამოშვება, მაგალითად, ირანმა, რომელმაც ბიტკოინზე უარი თქვა.


პეტრო გამყარებულია ვენესუელას ნავთობის რეზერვის ფასით. ამასთან, ვალუტის საბირჟო კურსი დიდწილად სახელმწიფოს მიერ დადგენილი დისკონტით არის განსაზღვრული. ბრუკინგი აღნიშნავს, რომ ამან შეიძლება სახელმწიფოს თვითნებური დისკონტის განსაზღვრა, ნავთობის ფასების მერყეობა და სახელმწიფოს მიერ ვალუტის მანიპულირება გამოიწვიოს.


ინსტიტუტმა აღნიშნა, რომ ზოგიერთმა უცხოელმა ინვესტორმა ფული ექსკლუზიურად პეტროს წინასწარ გაყიდვებში დააბანდა, რამაც ფულის დიდი მოდინება გამოიწვია, მაგრამ ასე არ უნდა მომხდარიყო, რადგან ვენესუელა საეთაშორისო სანქციების ქვეშაა. რადგან სახელმწიფო მხოლოდ ბიტკოინს და ეთერიუმს იღებს პეტროს სანაცვლოდ, ვენესუელ მოქალაქეებს არ შეუძლიათ ნავთობით გამყარებული კრიპტოვალუტის ყიდვა.


ინსტიტუტის თანახმად, პეტრო რეალურად მოტყუებითი გზა იყო სახელმწიფოს კაპიტალის გაზრდისთვის, რომელიც არ დაეხმარებოდა მოქალაქეებს. ასევე, უცხოელი სპეკულანტებისთვის რა მნიშვნელობა ექნება ამ ვალუტას, უცნობია, რადგან Whitepaper-ში წერია, რომ ის ვენესუელას გადასახადებში, საჯარო სერვისებში იქნება გამოყენებული.


ნიკოლას მადურომ სახელმწიფო კომპანიებსა და ქვეყნის ავიახაზებს განუცხადა, რომ პეტრო გადახდის საშუალებად მიეღოთ.


ინსიტუტი აცხადებს, რომ ვენესუელას მთავრობა იყენებს კრიპტოვალუტის პოპულარობას, რათა სანქციებს გვერდი აუაროს.


სტატიაში წერია: „პეტროს არ შეუძლია ვენესუელას ეკონომიკის დასტაბილურება და ამის მაგივრად უცხოურ ვალუტის რეზერვს ჰაერიდან ქმნის.“


ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ვენესუელას სტრატეგიაა ფულის შოვნა კრიპტოვალუტით, რომელიც გამყარებული იქნება სახელმწიფოს ქონებაში არსებული აქტივებით და შემდეგ კრიპტოვალუტის მანიპულაციით მოგების მაქსიმიზაცია.


სანამ ლეგიტიმური კრიპტოვალუტები უპირატესობას დეცენტრალიზებას, უსაფრთხოებასა და გამჭირვალობას ანიჭებენ, პეტრო რეალურ სერვისს არ სთავაზობს საერთაშორისო მფლობელებს. ამასთან ერთად, ვენესუელა ახალი კრიპტოვალუტის გამოშვებას გეგმავს, პეტრო გოლდის, რომელიც ძვირფასი ლითონებით იქნება გამყარებული.


ბრუკინგი აცხადებს, რომ როდესაც სპეკულანტები მიხვდებიან, რომ პეტროს გრძელვადიანი ღირებულება არ აქვს, ეს გაამყარებს იმის იდეას, რომ კრიპტოვალუტები ხელს უწყობენ თაღლითობას. ასევე, სანქციების ძალა შეიძლება შესუსტდეს, თუ მათი პრობლემა კრიპტოვალუტით მოგვარდა.


წყარო: cnn.com

bottom of page