top of page

კრიპტო ინვესტირების ფირმა არღვევს უსაფრთხოების წესებს


ფილიპინების ბირჟებისა და უსფრთხოების კომისია (SEC) მოსახლეობას აფრთხილებს კრიპტოვალუტაში ინვესტირების პლატფორმის შესახებ, რომელიც უკანონო მოქმედებებშია ბრალდებული და მომხმარებელს დაურეგისტრირებელ უსაფრთხოების სისტემებს სთავაზობს.

SEC-მა უკვე ამოიღო მიზანში ეს ფირმა, რომელიც საკუთარ თავს „Onecash“-ს უწოდებს. ოფიციალური საიტის მიხედვით, ამ ფირმის სამიზნეებს გამოუცდელი ინვესტორები წარმოადგენენ, რომლებიც კრიპტოვალუტით ვაჭრობენ. ამ ადამიანებს ფირმა ჰპირდება სოლიდურ ანაზღაურებას ადგილობრივი ვალუტით, თუ ისინი კიდევ სხვა ახალბედა ინვესტორებს ჩაითრევენ ამ სქემაში.

SEC-მა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რისი მოგროვებაც შეძლო, დაადგინა, რომ ეს ფირმა თავიანთ ინვესტორებს 200 პროცენტიან სარგებელს ჰპირდებოდა 8 კვირის თავზე.

„Onecash“ ტრაბახობს, რომ თითქოს მათ მსოფლიოს 73 ქვეყანასთან აქვთ კავშირი, თუმცა მათი რეგისტრირებული სათაო ოფისის მდებარეობა სრულებით უცნობია.

SEC-მა განაცხადა, რომ ეს ფირმა ფილიპინელ ინვესტორებს არარეგისტრირებულ უსაფრთხოების სისტემას სთავაზობდა. ასევე დაამატეს: „მოსახლეობა ამის შემდეგ გაფრთხილებულია, რომ ასეთი საინვესტიციო სქემები: ფულით ან ელ.ვალუტით როგორიცაა ბიტკოინი, ეთერიუმი, რიპლი, დეში, ლაიტკოინი,მონერო, მუნკოინი და მრავალი სხვა, მოიაზრება საფრთხედ, რასაც კომისია არეგულირებს.“ ყველა გამყიდველი, ბროკერი, დილერი ან აგენტი რომელიც ამ ფირმის რეკლამირებაში იქნება ჩართული, ან ახალ ინვესტორებს ჩართავს „Onecash“-ში დაჯარიმებული იქნება 5 მილიონი პესოთი (270 000 დოლარი) ან დაეკისრება სასჯელი პატიმრობის სახით 21 წლამდე.

როგორც სხვა მრავალ ქვეყანაში, SEC-მა ფილიპინებშიც გაზარდა ყურადღება კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ საქმეებთან მიმართებაში. „Onecash“-ის ქეისთან მიმართებაში, სასჯელის პირობები ამგვარია, თუმცა სენატმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ დამნაშავეებს მომავალში ბევრად უფრო მკაცრად დასჯის.

წყარო: coindesk.com

bottom of page