top of page

„კრიპტოვალუტები საერთოდ არ უნდა იყოს დაშვებული“


ინდოეთის ფინანსთა სამინისტროს მნიშვნელოვანი წევრი, შაკტიკანტა დასი, კრიპტოვალუტების საწინააღდეგოდაა განწყობილი, რადგან სჯერა, რომ მათი რეგულაციის ქვეშ მოქცევა რთული იქნება. ამის მაგივრად, ის სთავაზობს მთავრობას, სრული აკრძალვა დააწესოს ციფრულ ვალუტებზე. Quartz - თან ინტერვიუში მან განაცხადა:


„ყველა სახლში ვერ შეხვალ, რომ შეამოწმო, რა ტრანზაქციები შეასრულეს, ამიტომ ეს არის სერიოზული გამოწვევა და საერთოდ არ უნდა იყოს დაშვებული“


ბიტკოინმა პირველად 2013 წელს მიიპყრო ინდოეთის სარეზერვო ბანკის ყურადღება, როდესაც პრესის გამოშვებაში მოქალაქეებს კრიპტოვალუტებში ინვესტიციის განხორციელებისკენ თავის შეკავება ურჩიეს. ამ გამოშვებამ წინა პლანზე წამოწია პოტენციური მომხმარებლის დაცვასთან და უსაფრთოებთან დაკავშირებული რისკები. რამოდენიმე წლის შემდეგ, კრიპტოვალუტის ბაზრის სწრაფმა ზრდამ 2017 წლის ნოემბერში, ცენტრალურ ბანკს გაუჩინა მოტივაცია, რომ მსგავსი განცხადება ისევ გაეკეთებინათ.


დასი ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების წინააღდეგ აქტიურად გამოდის. ამასთან ერთად, იმ პერიოდში, როდესაც მას ეკონომიკის სამინისტროს მდივნის პოზიცია ეკავა, ის ხელმძღვანელობდა კომიტეტს, სადაც ქვეყანაში ამ საკითხთან დაკავშირებით რეგულაციების და წესების გამოშვებაზე რეკომენდაციას უწევდა. სავარაუდოდ, ერთი წლის შემდეგ, სხვა კომიტეტი, რომელსაც სუბჰაშ გარგი ხელმძღვანელობს, წარმოადგენს გეგმას ამ საკითხთან დაკავშირებით შემდგომ რამოდენიმე თვეში.


დასი აცხადებდა, რომ კრიპტოვალუტისგან განსხვავებით, ჩვეულებრივი ვალუტის უკან ცენტრალური ბანკი და მთავრობა დგას. მან ასევე დაამატა, რომ ვირტუალური ფული, ვითარდება, როგორც პარალელური ვალუტის სისტემა და არალეგალურია, რადგან არანაირი ლეგალური დადგენილება არ არსებობს, რომ მისი სანდოობა უზრუნველყოს.


მან ასევე განიხილა ის ფაქტორიც, რომ შესაძლებელია ციფრული ვალუტა არალეგალურ საქმიანობებშიც იქნას გამყენებული. თუმცა არა მარტო დასი აკეთებს მსგავს განცხადებებს. ფინანსთა მინისტრმა, არუნ ჯეტლიმ, განაცხადა, რომ მთავრობა ყველანაირ ხერხს მიმართავს, რათა უკანონო საქმიანობების დაფინანსებისას ან გადახდების განხორციელებისას კრიპტოაქციების გამოყენება აღმოფხვრას.


ინდოეთი ერთადერთ ქვეყანას არ წარმოადგენს, რომელიც კრიპტოვალუტის წინააღმდეგ გამოდის. მხოლოდ შარშან, რამოდენიმე ქვეყნის მთავრობამ შექმნა კომიტეტები,სადაც ციფრული ვალუტის რეგულაციასთან დაკავშირებით გეგმას განიხილავენ. ჩინეთმა კი მთლიანად აკრძალა ქვეყნის შიგნით კრიპტოვალუტით ინვესტიციების (ICO) განხორციელება. ამასთანავე, მთავრობამ ყველანაირ ადგილობრივ გაცვლაზე კონტროლი აიღო, რითაც აიძულა ბიზნესებს საერთაშორისო აუდიტორიაზე გასვლა.


მიუხედავად იმისა, რომ შაკტიკანტა დასი მცირე როლს თამაშობს ინდოეთის მთავრობის საბოლოო გადაწყვეტილებაზე ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით, მისი დამოკიდებულება შეიძლება სამინისტროს მსოფლმხედველობასაც ასახავდეს ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების მიმართ.


წყარო: ccn.com


bottom of page