top of page

''ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასები სავარაუდოდ გასამმაგდება''


ავსტრალიური ვებსაიტი Finder-ის კვლევის მიხედვით, ბლოკჩეინში ჩართული ხალხი ელოდება ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასის გასამმაგებას წლის ბოლოსთვის.


სავარაუდოდ, ბიტკოინის ფასი წლის ბოლოსთვის 29,500 დოლარს მიაღწევს


კვლევის ჩასატარებლად, ინტერვიუერებმა გამოკითხეს ბლოკჩეინში ჩართული 9 ყველაზე დიდი მოთამაშე. მათ ჰკითხეს, თუ რა ვარაუდი აქვთ მსოფლიოს ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ფასის ცვლილების შესახებ მიმდინარე წლის განმავლობაში. შედეგების მიხედვით, გამოკითხულები ყველაზე დიდ ზრდას ტოპ 2 კრიპტოვალუტისგან ელოდება. მათი ვარაუდით, ეთერიუმის სავარაუდო ზრდის საშუალო მაჩვენებელი 212% იქნება, ხოლო ბიტკოინისა - 194%. შედარებით ნაკლებ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ ბიტკოინ ქეშს - 123%ს.


კვლევა ჩატარებული იყო 27 თებერვლის ფასების მიხედვით, როცა ბიტკოინის ფასი 10 000 დოლარზე მეტი იყო, ხოლო ეთერიუმის - 870 დოლარი. ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის ნავარაუდევი ფასები შემდეგნაირად გამოიყურება: ბიტკოინი - 29500 დოლარი, ეთერიუმი - 2550 დოლარი, ბიტკოინ ქეში - 2721 დოლარი.


ეს ვარაუდები შესაბამისობაში არ მოდის კრიპტოვალუტების ფასების ბოლო ტენდენციებთან. ფასები კვლავ იკლებს. ეს ვარდნა განპირობებულია ბიტკოინის დიდი რაოდენობის გაყიდვით Mt.Gox-ის მიერ. კვლევის გამოქვეყნების პერიოდში, ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასების ვარდნა (ბოლო 24 საათიანი პერიოდის მანძილზე), 3.2 და 3.9 პროცენტი იყო, შესაბამისად.


რა იწვევს ოპტიმიზმს?


ეთერიუმის Market Cap-ის ზრდის მოლოდინი დაკავშირებულია ბოლო პერიოდში ეთერიუმის მონეტაზე დაფუძნებული ICO-ების ზრდაზე. 2018-ში ICO-ებმა უკვე მიიღეს 3 მილიარდი დოლარი, თუმცა ეს რიცხვი ერთგვარად გაბერილია ტელეგრამის 850 მილიონიანი წინასწარი გაყიდვის გამო. რესპოდენტები აცნობიერებენ ეთერიუმის მასშტაბების პრობლემას, მაგრამ თვლიან, რომ ამ პრობლემას სათანადო ყურადღება ექცევა. სი ოჰმა, ჰონგკონგში დაარსებული ფირმის, ოქტაგონის, ვიცე პრეზიდენტმა და კვლევის რესპოდენტმა, განაცხადა, რომ კომპანია სარგებელს ნახულობს ეთერიუმის დამატებით.


„ბიტკოინი დღემდე ყველაზე პოპულარული ვალუტაა ჩვენს საიტზე. რიცხვებში რომ ვთქვათ, ბიტკოინების ტრანზაქციები, დაახლოებით, სამჯერ აღემატება ეთერიუმისას“ - განაცხადა სი ოჰმა. ბიტკოინს, აგრეთვე, აქვს ყველაზე დიდი საბაზრო კაპიტალიზაცია - 41.4%. ესენია ბიტკოინის მიმართ ოპტიმისტური დამოკიდებულების ძირითადი მიზეზები.


ტვიტერის გამომწერებიც ეთანხმებიან Finder-ის რესპოდენტების აზრს.




აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში არ იყო მოემული კითხვა ფასის შემცირებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ჩვენი აზრით, გამოკითხვის შედეგები შესაძლოა გადამეტებული იყოს, რადგან გათვალისწინებული არ არის იმ მომხმარებელთა აზრი, რომლებიც ფასის შემცირებას ვარაუდობენ.


ჩვენი პარტნიორი ვლოგი ''ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები''




წყარო: coindex.com

bottom of page