top of page

"ბიტკოინს არ აქვს ღირებულება"


Allianz Global-ის ხელმძღვანელმა - შტეფან ჰოფრიქტერმა განაცხადა, რომ "ბიტკოინის ღირებულება უნდა იყოს ნულის ტოლი" და რომ არასაკმარისი ფინანსური რეგულაციები კრიპტოვალუტის კონტროლის ქვეშ მოსაქცევად სავალალო შედეგებს გამოიწვევს. შტეფან ჰოფრიქტერი, Allianz Global-ის გლობალური ეკონომიკისა და სტრატეგიის დირექტორი, საკუთარ ახლადგამოქვეყნებულ წერილში ბიტკოინს ინფლაციურ ბუშტს ადარებს, რომელიც ნებისმიერ მომენტში გასკდება. ის ასევე მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტას არ აქვს რეალური ღირებულება. 2017 წლის დეკემბერში ბიტკოინის ღირებულების 20 000 დოლარამდე ზრდისა და ბოლოდროინდელი ვარდნის შემდეგ, ჰოფრიქტერი თვლის, რომ ბიტკოინი, უბრალოდ, იაფფასიანი ტყუილი და რეკლამაა, რომელსაც ბოლო არ უჩანს. "არის თუ არა ეს ბიტკოინის, როგორც ტყუილის, თითქოს ის მომავლის ვალუტა გახდება, დაასრული? ალბათ, ჯერ არა, რადგან ბიტკოინით და მსგავსი ინსტრუმენტებით სპეკულირება დღემდე გრძელდება." - წერს ჰოფრიქტერი. ის ასევე ხაზს უსვამს, რომ ბიტკოინი ინფლაციური ბუშტის "ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს" და 90-იანი წლების ცნობილ IT კრიმინალებსაც კი სჯაბნის. ამ "კრიტერიუმთაგან" ჰოფრიქტერი გამოყოფს ბიტკოინის მრავალ მხარდამჭერთა კრიმინალურ ნიადაგს, გაბერილ ღირებულებას და გაზვიადებულ სავაჭრო მოცულობებს. ჰოფრიქტერის თანახმად, ის ფაქტი, რომ კრიპტოვალუტა არ ექვემდებარება ფინანსურ რეგულაციებს, ხელს უწყობს ბიტკოინის ინფლაციურ ბუშტად კატეგორიზაციას. "ამას მივყავართ მთავარი კითხვისკენ: რა არის ბიტკოინის ღირებულება? ჩვენი ხედვით, მისი რეალური ღირებულება უნდა იყოს ნულის ტოლი. არ არსებობს ბიტკოინის გამოყენების აუცილებლობა (განსხვავებით, მაგალითად, ქაღალდის ფულისგან, აქციებისგან ან საბაჟოებისგან) და მას არ მოაქვს შემოსავალი." - აცხადებს შტეფან ჰოფრიქტერი. ის აღიარებს, რომ იგივეს თქმა შეიძლება ოქროზე. თუმცაღა დასძენს, რომ ძვირფასი მეტალი საუკუნეების მანძილზე "ფართოდ აღიარებული იყო" სიმდიდრის მთავარ ინდიკატორად. ჰოფრიქტერი საკუთარ წერილს Allianz Global-ის თვალთახედვაზე ასრულებს მიღწევებით ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში. ის ხაზს უსვამს ტექნოლოგიების სარგებლოანობას და პოტენციალს ფინანსური სექტორის ეფექტურობაში. უნდა აღინიშნოს, რომ Allianz პირველად არ აფიქსირებს მსგავს მოსაზრებას კრიპტოვალუტაზე. 2017 წლის ნოემბერში მისმა ეკონომიკურმა მრჩეველმა CNBC-სთან განაცხადა, რომ ბიტკოინი "უფრო პროდუქტია", ვიდრე ვალუტა. წყარო: cryptovest.com

bottom of page