top of page

გუგლის წინააღდეგ სასამართლო საქმე აღიძრა


მას შემდეგ, რაც გუგლმა განაცხადა, რომ დაბლოკავდა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ რეკლამებს, რუსეთში კომპანიის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. ბიზნესმენი ვლადიმერ ორეხოვი მოითხოვს 2 მილიარდ რუბლს (35 მილიონ აშშ დოლარს) კომპენსაციის სახით გუგლისგან. მისი განცხადებით, გუგლის ეს ქმედება ხელს შეუშლის მას კრიპტო პროექტებში ინვესტირებაში და საკუთარი ბიზნესის განვითარებაში.

ორეხოვი ასევე მოთხოვს იმ მორალური ზიანის ანაზღაურებას, რაც გუგლის აკრძალვამ შეიძლება მას მოუტანოს. საჩივარი დარეგისტრირებულია 15 მარტით.


გასულ კვირას, გუგლმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ის აკრძალავს კრიპტოვალუტების გადაცვლის, საფულეების შექმნის და ვაჭრობის რჩევების შემცველ რეკლამებს. ეს აკრძალვა ძალაში შევა 2018 წლის ივნისიდან. გუგლი არ იყო პირველი დიდი კომპანია , ვინც მსგავსი განცხადება გააკეთა. მანამდე ცოტა ხნით ადრე, თითქმის იგივე სახის აკრძალვის შემოღების ინიციატივით გამოვიდა Facebook-ი.


ორეხოვს დაგეგმილი აქვს საკუთარი ბირჟის ჩაშვება 2018 წლის ზაფხულიდან და ICO-ს საშუალებით 2 მილიონ აშშ დოლარზე მეტის მოზიდვასაც გეგმავდა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ მან დაკარგა წვდომა პოტენციურ ინვესტორებზე განცხადების გაკეთების დღესვე. მსგავსი აკრძალვა მას ასევე უზღუდავს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას პოტენციურ ინვესტორებზე.


რუსეთის დუმას მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი შეიძლება მოტყუვდეს კრიპტოვალუტების ფალსიციფირებული რეკლამით, ადამიანებს აქვთ თავი მხარზე და თავად უნდა ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება.


წყარო - news.bitkoicn.com


bottom of page