top of page

კრიპტოვალუტების ბაზრის ანალიზი ბოლო 48 საათში


დიდი რყევებით გამორჩეული კვირის მერე, ბოლო 48 საათში, კრიპტოვალუტების ბაზარი სტაბილურადაა 350 მილიარდი დოლარის ფარგლებში, ხოლო დიდ ვალუტებს არ განუცდიათ ფასის მკვეთრი ზრდა ან კლება.


სტაბილურობა


თებერვალსა და მარტში, ყველა კრიპტოვალუტამ განიცადა ფასის მკვეთრი რყევა. ზოგ დღეებში ფასი 20-30 პროცენტითაც კი იცვლებოდა. მაგალითად ავიღოთ ბიტკოინი: 14 000-დან 6 000 დოლარამდე ჩამოვარდა, შემდეგ 11 600-მდე გაიზარდა, ჩამოვარდა 7 000-ზე, და ახლა 9 000-ს მიაღწია.



ასეთი დიდი რყევების მერე, ითვლება, რომ კრიპტოვალუტების ბაზრის მეტ-ნაკლები უცვლელობა ბოლო ორი დღეს განმავლობაში, სტაბილურობის ნიშანია. ვალუტებმა, როგორებიცაა Storm და ICX, განიცადეს ფასის 40%იანი ზრდა, თუმცა, ორი ვალუტის გარდა, დანარჩენები, 20 მარტის მერე, შედარებით სტაბილურია.


ინვესტორებმა იმედისმომცემად შეაფასეს ის, რომ ფასმა მოახერხე დაბრუნება 6000 დოლარამდე ჩავარდნის შემდეგ. ტექნიკისა და ფინანსების სფეროში მოღვაწე ექსპერტებმა, როგორიცაა, მაგალითად, ტვიტერის CEO ჯეკ დორსი, მილიარდერი ინვესტორები, ტიმ დრეიმერი და ალან ჰოვარდი, განაცხადეს, რომ საკმაოდ სავარაუდოა, რომ ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები მომავლის სარეზერვო ვალუტებად იქცეს.


ტვიტერის CEO-მ ჯერ დორმის, რომელიც ხელმძღვანელობს გადახდების აპლიკაცია Square-საც, განაცხადა: „მსოფლიოს ექნება ერთი ვალუტა. ინტერნეტს ექნება ერთი ვალუტა. მე მჯერა, რომ ეს ბიტკოინი იქნება“.


ჰოვარდმა, რომელმა ბიტკოინში ფული შარშან ჩადო, განაცხადა, რომ აპირებს გაზარდოს საკუთარი რეზერვები ამ სფეროში, ვინაიდან სჯერა, რომ წელს ბაზარი სრულად დაიბრუნებს ღირებულებას.


„მილიარდერმა ალან ჰოვარდმა საკმაოდ დიდი მოცულობის პირადი ინვესტიცია განახორციელა ბიტკოინებში შარშან და აპირებს, რომ კიდევ მეტი ფული დააბანდოს ამ სფეროში და ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ სხვა წამოწყებებში, აცხადებენ სარწმუნო წყაროები“ - იუწყება ბლუმბერგი.


ICON


ICON, აგრეთვე ცნობილი, როგორც სამხრეთ კორეის ეთერიუმი, 21 მარტს ღირებულებაში გაიზარდა 60%-ით, ხოლო 22 მარტს კიდევ 40%-ით.


გუშინ, სამხრეთ კორეაში კრიპტოვალუტებით მოვაჭრე უდიდესმა კომპანიამ, Bithumb-მა, განათავსა საიტზე ICON-ი, რითიც მხარი დაუჭირა მის აღმავალ კამპანიას. თითქმის განთავსებისთანავე, ICON-ის ფასმა 60%-ით მოიმატა. ადგილობრივ ბაზარზე მობილიზებული თანხების დიდი ნაწილი გადავიდა ICON-ის ბაზარზე.


დღეს ადრე, სამხრეთ კორეის მეორე უდიდესმა პლატფორმამ, Upbit-მა, განათავსა ICX. Upbit-ი საკმაო პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ ბაზარზე. ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ საიტზე ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ კრიპტოვალუტებით. შესაბამისად, საიტზე განთავსებულია ზოგი ისეთი კრიპტოვალუტა, რომლებიც სხვა საიტებზე (რომლებზეც შესაძლებელია ნაღდი ფულით ვაჭრობაც), როგორებიცაა Bithumb და Korbit, არ გვხვდება.


ზოგადად რომ შევაფასოთ, კრიპტოვალუტების ბაზარი უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე თვის დასაწყისში იყო. ეს გამოიხატება ფასებშიც, მოცულობაშიც, მოთხოვნაშიც და მედიის მიერ გაშუქებაშიც.


წყარო: ccn.com

bottom of page