top of page

კრიპტობაზარზე ფასების ვარდნა გრძელდება


გუშინდელი დღის, 25 მარტის შემდეგ, კრიპტობაზარს გაუჭირდა $350 მილიარდის ნიშნულის მიღწევა. წამყვანმა ვალუტებმა, გარდა ისეთი მცირეებისა, როგორიცაა Ontology და Ethos, ღირებულება ოდნავ დაკარგეს.


ბიტკოინი და ეთერიუმი გუშინდელ ნიშნულს ინარჩუნებენ


25 მარტიდან დაწყებული, ეთერიუმისა და ბიტკოინის ფასს საგრძნობი ცვლილება არ განუცდია. ბიტკოინმა ოდნავ დაიკლო, $8,580-დან $8,490-მდე, რაც მხოლოდ 1%-იანი კლებაა. გასული 24 საათის განმავლობაში, ბიტკოინის ვაჭრობის მოცულობამ $4,5 მილიარდი შეადგინა, რაც ეთერიუმის ამავე მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება.


ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეთერიუმმა ვერ შეინარჩუნა ჩვეული ტემპი დღიური ვაჭრობის კუთხით. მეტიც, კრიპტოვალუტა Tether-ი იკავებდა დღიური ვაჭრობით მეორე ადგილს $1,4 მილიარდით.


Tether-ი ყოველთვის საინტერესო ინდიკატორია, როცა კრიპტომარკეტის მდგომარეობის შეფასება გვსურს, რადგან დიდი კრიპტოინვესტორები და მოვაჭრეები სწორედ მას იყენებენ რეალური ფულის ნაცვლად, როცა სურთ კრიპტოვალუტების ღირებულების ჰეჯირება.


Binance, რომელიც ყველაზე დიდი კრიპტობირჟაა დღეს, საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, გააკეთონ სხვადასხვა კრიპტოვალუტების ჰეჯინგი Tether-ით. ზოგჯერ, Tether-ის ჩვეულზე უფრო მაღალი მაჩვენებელი დღიური ვაჭრობით კრიპტობაზრის არასტაბილურობის მომასწავლებელია.


რამდენიმე დღის წინ, ჩანფენ ძაომ, Binance-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ უმეტესობა ვალუტების შემთხვევაში, ბირჟაზე ვაჭრობის მოცულობა ნორმალურს დაუბრუნდა. ამის მიუხედავად, მარტთან შედარებით, როცა ბიტკოინის ფასმა $11,700-ს მიაღწია, ბიტკოინისა და სხვა წამყვანი ვალუტების ვაჭრობის მოცულობა მაინც დაბალია.


საინტერესოა აზიური, კონკრეტულად კი სამხრეთ კორეული და ჰონგ კონგის ბირჟები, სადაც, მაგალითად, სამხრეთ კორეაში, ბიტკოინის ფასი 3.2%-ით მეტია, ვიდრე ამერიკულ ბირჟებზე. Gatecoin-ზე კი, რომელიც წარმოადგენს ბიტკოინის კრიპტოვალუტებში გადასაცვლელ ბირჟას და გათვლილია ჰონგ კონგელი ინვესტორებისთვის, ბიტკოინის ფასი $9,000-ის ფარგლებში ნარჩუნდება.


ალტკოინების სეზონი


ჯერ ადრეა იმ დასკვნის გაკეთება, თუ როდის დაიწყება ალტკოინების სეზონი. რამდენიმე პატარა მასშტაბების მქონე კრიპტოვალუტამ უკეთესი შედეგი აჩვენა გასულ დღეებში, ვიდრე ბიტკოინმა. დღეს, Ontology-ის და Ethos-ის ფასი ბიტკოინთან შედარებით 20%-ით გაიზარდა, როცა Nebilo და Waltonchain-ი ბიტკოინზე უკეთეს შედეგს აჩვენებენ უკანასკნელი 5 დღის მანძილზე.


თუმცა, სანამ ბაზარი ნორმალურ ფაზაში დაბრუნდება, რაც გულისხმობს, რომ ბიტკოინი მიაღწევს $12,000-იან, ეთერიუმი $900-იან ხოლო რიპლი $1-იან ნიშნულს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ალტკოინები შეძლებენ ბიტკოინზე უკეთესი შედეგის ჩვენებას.


წყარო - ccn.com

ავტორი - ირაკლი ქორქია

bottom of page