top of page

ტელეგრამის ICO ზედმეტად ძვირი ხომ არაა?


ტელეგრამის პერსპექტიული კრიპტოვალუტის ღირებულებამ 5 წელიწადში შეიძლება 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს, თუმცა ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მისი ICO იმაზე ძვირია ვიდრე უნდა იყოს.

მოსაზრებები ტელეგრამის ICO-თან დაკავშირებით საკმაოდ განსხვავდება, მაგრამ ყველანი თანხმდებიან იმაზე, რომ იგი მონეტების გაყიდვის ყველა რეკორდს მოხსნის.

აარონ ბრაუნმა, „AQR Capital Management“-ის ყოფილმა მმართველმა დირექტორმა, განაცხადა „Bloomberg“-თან საუბარში, რომ „Gram“-ის ფასი (ანუ ტელეგრამის მონეტა) დაახლოებით ხუთ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, რაც ICO-ს ინვესტორებს წარმოუდგენელ მოგებას მოუტანს.

ბრაუნი ვარაუდობს, რომ 300 მილიონი ადამიანი იქნება კრიპტოვალუტის მომხმარებელი 5 წელიწადში, რაც საერთო ბაზრის ღირებულებას 5 ტრილიონამდე გაზრდის, საიდანაც ტელეგრამს 4 პროცენტი ეჭირება.

ტელეგრამზე მოლოდინები რომ გამართლდეს, უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი ტრანზაქციებისგან შემოსული საერთო ღირებულება გაუტოლდება დღევანდელი ბნელი ქსელის (dark web), აბრეშუმის გზის ღირებულების ერთ მეექვსედს. ამ გამაოგნებელი ციფრების მისაღწევად საჭროა ყოველი მომხმარებელი 100 000 დოლარის ღირებულების აქტივებს ფლობდეს.

ბრაუნმა აღნიშნა, რომ ეს პროგნოზი მხოლოდ ყველაზე უკეთეს შემთხვევაში გამართლდებოდა და რომ უამრავი დამაეჭვებელი ფაქტორი არსებობს იმისა, მიაღწევს თუ არა იგი ამ რიცხვს ოდესმე. მისი თქმით, „Gram“-ის ღირებულება 1 მილიარდი იქნებოდა (სტატიაში არაა დაკონკრეტებული, იგი მთლიანი კრიპტოვალუტის ღირებულებას გულისხმობდა ერთ მილიარდში, თუ მხოლოდ მონეტების ICO-თი დისტრიბუციას). თუმცა 1 მილიარდი ასეც და ისეც საკმაოდ კარგი რიცხვია კრიპტოვალუტისთვის გაშვებისთანავე მისაღწევად.

წყარო: ccn.com

bottom of page