ტვიტერი უერთდება გუგლსა და ფეისბუქს
ფეისბუქისა და გუგლის შემდეგ, ტვიტერმაც გადაწყვიტა კრიპტოვალუტასტან დაკავშირებული რეკლამების აკრძალვა.
Sky News-ის თანახმად, ამერიკაში დაფუძნებულმა სოციალურმა ქსელმა, ტვიტერმა, გადაწყვიტა, რომ 2 კვირაში აკრძალავს ისეთი რეკლამების გამოქვეყნებას, რომლებიც დაკავშირებული იქნება კრიპტოვალუტის საფულეებთან, გაცვლებთან და პირველადი მონეტების გაყიდვასთან, თუმცა რამდენიმე გამონაკლისიც იქნება.
ტვიტერის წარმომადგენელმა CoinDesk-ს განუცხადა, რომ კომპანია კომენტარებისგან თავს იკავებს, თუმცა ზემოთ აღნიშნული ფაქტის უარყოფაც არ დაუწყია.
ტვიტერის მიერ გადადგმული ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქსელში კრიპტოვალუტას არა მხოლოდ ამ ინდუსტრიის წარმომადგენლები არეკლამებენ, არამედ ცნობილი ადამიანებიც და მათთან ერთად თაღლითებიც, რომლებიც ინვესტორთა დასაბნევად ნამდვილი ანგარიშების ანალოგებს ქმნიან.
გასულ თვეში, ტვიტერის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამაარსებელმა ჯეკ დორსიმ განაცხადა, რომ კომპანია 2-ჯერ მეტი ძალისხმევთ შეეცდება ამ თაღლითების პოვნას თავის საიტზე.
ფეისბუქმა და გუგლმა უკვე შეცვალეს თავიანთი პოლიტიკა და აკრძალეს კრიპტოვალუტის რეკლამირება.
იანვარში ფეისბუქის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია:
“რეკლამებს, რომლებიც ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების დასაწინაურებლად იყო გამოქვეყნებული, ხშირად შეცდომაში შეყავდათ მომხმარებლები. მათ შორის იყო ბინარული option-ები, პირველადი მონეტების გაყიდვები და კრიპტოვალუტა.“
ინტერნეტ გიგანტმა გუგლმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რეკლამების აკრძალვას ივნისში დაიწყებს და ძირითადად დაბლოკილი იქნება რეკლამები, რომლებშიც საუბარია კრიპტო გაცვლებსა და მონეტების გაყიდვებზე.
წყარო: Coindesk.com