top of page

რა არის Siacoin?


ალბათ, გვახსოვს ის პერიოდი, როცა Apple-მა პირველად წარადგინა AppStore საკუთარი მომხმარებლებისთვის და დეველოპერებმა დაიწყეს უამრავი აპლიკაციის შექმნა სხვადასხვა შემთხვევებისთვის. მაშინ საკმაოდ პოპულარული იყო ფრაზა „ამისთვის არსებოს აპლიკაცია“. ანალოგიური დრო დადგა კრიპტოსამყაროსთვის და სულ უფრო ხშირად ვხვდებით სლოგანებს „ამისთვის არსებობს კრიპტოვალუტა“.


მართლაც, დეველოპერები ცდილობენ, კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შესაძლებლობები გამოიყენონ ნებისმიერ არსებულ ინდუსტრიაში. ერთ-ერთი ასეთი ვალუტაა Siacoin, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს დეცენტრალიზებულ Cloud Storage-ს. ის კონკურენციას გაუწევს ჩვენთვის ცნობილ ცენტრალიზებულ sstorage-ებს, როგორიცაა DropBox, Amazon, Apple, Microsoft და ა.შ. Sia-ს გამოყენებით, ნებისმიერს შეუძლია ჰქონდეს პირადი, დაცული „სეიფი“ პლატფორმის საშუალებით, სადაც ნებისმიერი კონტრაქტი და ინფორმაციის გაცვლა, ასევე ტრანზაქციებიც, დაცული იქნება ბლოკჩეინის მიერ.


როგორ მუშაობს Sia?


მარტივად რომ ვთქვათ, Sia cloud storage-ი მფლობელობას ართმევს ინდივიდუალურ ორგანიზაციებს და გადააქვს ის ხალხის ხელში. ის აძლევს საშუალებას მსურველებს, დაზოგონ ადგილი საკუთარ მყარ დისკზე.


ქსელში ნებისმიერი სერვისისთვის საფასურის გადახდა ხდება Siacoin-ში.


„საცავის“ ეკოსისტემა


Sia-ს პლატფორმაზე არსებობენ როგორც პროვაიდერები (მასპინძლები) ასევე კლიენტები (მომხმარებლები). პლატფორმის საშუალებით, მომხმარებლები სარგებლობენ მასპინძლების თავისუფალი ადგილით, თავად პროვაიდერები კი ამისთვის იღებენ გასამრჯელოს Siacoin-ში.


ეკოსისტემა შექმნის მოქნილ ალტერნატივას არსებული ქლაუდ დრაივებისთვის და იქნება დამყარებული თავისუფალი ბაზრის პრინციპზე. პროვაიდერებს შეეძლებათ საკუთარი ფასების დაწესება, მათი სანდოობის გაპიარება და ა.შ. პროვაიდერებს ექნებათ უფლება, უარი უთხრან რიგ მომხმარებლებს საკუთარი ფაილების მათთან შენახვაზე სხვადასხვა მიზნით (მაგალითად, თუ პროვაიდერი თვლის, რომ ფაილები შეიცავს არალეგალურ, არაეთიკურ და ა.შ. ინფორმაციას).


მომხმარებლები ისარგებლებენ მათი ინტერესებისთვის სპეციალური დაცვის სისტემით. მაგალითად, თუ ერთი პროვაიდერი დაკარგავს მომხმარებლის ფაილს ან უარს იტყვის ფაილის გაცემაზე, მომხმარებელს შეეძლება ამ ინფორმაციის სხვა პროვაიდერისგან მოპოვება. მომხმარებლებს ექნებათ საშუალება, მხარდაჭერის სახით არსებულ ფასზე მეტიც გადაუხადონ პროვაიდერებს გაწეული სერვისისთვის.


უსაფრთხოების გარანტი


Sia-ს უსაფრთხოების გარანტი იცავს მომხმარებლებს ცრუ პროვაიდერებისგან. იმისთვის, რომ პროვაიდერმა მიიღოს გასამრჯელო საკუთარი სივრცის გაზიარებისთვის, მას მოუწევს ეკოსისტემაში არსებული სპეციალური დაცვის გავლა.


იმ შემთხვევაში, თუ პროვაიდერი ბევრჯერ ვერ შეძლებს ე.წ. Proof of Storage-ს წარდგენას, რაც ერთგვარი ვერიფიკაციაა ტრანზაქციის განხორციელებისთვის, მას გაუწყდება არსებული კონტრაქტი.


რატომ Sia?


Sia-ს პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს რამდენიმე უპირატესობას ტრადიციულ Cloud Storage-ებთან შედარებით.


  • პირადულობა: Sia-ს ქსელში განხორციელებული ფაილების ნებისმიერი გაცვლა დაცულია. სანამ პროვაიდერს არა აქვს ინფორმაციის პირადი გასაღები, მას არ აქვს წვდომა ფაილებზე, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ შენ, მომხმარებელი, აკონტროლებ სრულად შენს მიერ ატვირთულ ფაილებს. ტრადიციული მოდელით, კომპანიებს, რომლებიც ფლობენ დრაივს, ასევე აქვთ წვდომა ფაილებზე.

  • ხელმისაწვდომობა: Siacoin მომხმარებლებს სთავაზობს დრეკად, ბაზარზე ორიენტირებულ სერვისს მომხმარებლებისთვის. არ არსებობს ერთი ფიქსირებული ფასი სხვადასხვა მოცულობის ფაილების შესანახად. მაგალითად, 1 ტერაბაიტი მოცულობის ფაილის შენახვა სიაზე შეიძლება ღირდეს $2 თვიურად, ამაზონის სერვერებზე კი ანალოგიური სერვისისთვის $23-ის გადახდა მოგიწევთ.

  • უსაფრთხოება: კიდევ ერთხელ, Sia-ს სერვერებზე ატვირთული ყველა ფაილი დაცულია ( encrypted ) და არსებობს დეცენტრალიზებულ ქსელში, რაც ინახავს მომხმარებლების ინფორმაციას.

Sia-ს ფასის ისტორია


როგორც ყველა სხვა კრიპტოვალუტაზე, ბოლო დროის კორექციის პერიოდმა Siacoin-ზეც მძიმედ იმოქმედა.


2017 წლის ნოემბერში მისი ფასი 1 ცენტზე დაბალი იყო, დეკემბერ-იანვარში, მისმა ფასმა $0,11-ს მიაღწია. წერის მომენტში მისი ფასი $0,013 -ია.




bottom of page