top of page

ეთერიუმით მაინინგი ცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეჩეხა


ჭორები დადის, რომ Bitmain-მა ASIC-ი შექმნა სპეციალურად ეთერიუმით მაინინგისათვის.


TechCrunch-ის განაცხადის მიხედვით, ჭორები მაშინ გავრცელდა, როცა ანალიტიკოსი კრისტოფერ როლანდი ჩინეთს ესტუმრა და ეთერიუმისთვის მიძღვნილი ASIC ჩიპის შექმნის შესახებ შეიტყო. როლანდი ერთ-ერთ კლიენტთან საუბარში ამბობს:


„წინა კვირას, აზიაში მოგზაურობისას, დავრწუნდით იმაში, რომ Bitmain-მა უკვე შექმნა ASIC-ი სპეციალურად ეთერიუმით მაინინგისათვის და ის 2018-ში ემზადება ბლოკჩეინში ჩასაშვებად.

ზოგმა კრიპტოვალუტის სივრციდან ეს სიახლე ხიფათის მომასწავლებლად მიიღო, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ეს ყველაფერი ეთერიუმით მაინინგის ცენტრალიზაციას უწყობს ხელს - ამ უკანასკნელში კი ისტორიულად GPU დომინირებდა. ASIC-ი კი, მეორეს მხრივ, ბარიერებს ამაღლებს და მცირე მაინერებს ხელს კრავს - ამბობს მიხეილ ავადი, TryMining.com-ის დამაარსებელი. ეთერიუმი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი მონეტაა, რომლის მოპოვებაც GPU-ს მაინინგითაა შესაძლებელი. ეს ბევრ ბაზარზე მოახდენს გავლენას.


„Bitmain-ის მანქანების ძალის გაუაზრებლად, ჩვენ ვერ გავიგებთ, აქცევენ თუ არა ისინი GPU-ს უსარგებლოს. ეს ყველაფერი შეიძლება დავინახოთ, როგორც ქსელზე თავდასხმა. ეს ნამდვილად ცენტრალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემაა.“


როლანდის მტკიცებით, Bitmain-ი ASIC-ის ყველაზე დიდი გამყიდველი იქნება (ამჟამად ბიტკოინის 70-80% ASIC-ს იყენებს მაინინგისთვის).


ავადი ასავე ამტკიცებს, რომ მომავალი არც ისეთი ცენტრალიზებული იქნება, როგორც ამას ანალიტიკოსები ამბობენ:


„ცუდი ის იქნებოდა, მხოლოდ ერთი Ethereum ASIC მწარმოებელი რომ არსებობდეს, მაგრამ სამსუნგისა და სხვა რამდენიმე მოთამაშის თამაშში ჩართვის წყალობით ახლო მომავალში ყველაფერი კარგად იქნება.“


Cypherium-ის აღმასრულებელი დირექტორის, სკაი გაუს თქმით:

“ეთერიუმის ფასი უფრო და უფრო მყარდება, რაც მეტად რეალისტურს ხდის ხალხის დამოკიდებულებას ბლოკჩეინ ტექმოლოგიის მიმართ. ხალხი უფრო მაღალი სტანდარტის ბლოკჩეინის პროექტებს ითხოვს და ეძებს. მჯერა, რომ ეთერიუმის ფასი თავის ადგილს დაუბრუნდება, როცა პანიკა რეგულაციების მიმართ გაფერმკრთალდება“.


ამ დროისთვის ეთერიუმის ერთი მონეტით ვაჭრობა 460 დოლარად მიმდინარეობს, რაც ბევრად დაბალია იანვრის შუა რიცხვებში დაფიქსირებულ ფასთან შედარებით- 1.4 ათასი.

წყარო: http://bitcoinist.com

bottom of page