top of page

რიპლმა $29 მილიონის ოდენობის XRP გაიღო


რიპლმა, რომელიც კრიპტობაზარში სიდიდით მესამე კრიპტოვალუტაა და რომლის დამაარსებელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია, ამერიკის საჯარო სკოლების მხარდასაჭერად $29 მილიონი გაიღო.


„ჩვენი გუნდის თითოეულმა წევრმა, მმართველი გუნდიდან დაწყებული, ახლად მიღებულებით დამთავრებული, ყველამ გზა ერთსა და იმავე ადგილში - საკლასო ოთახში დავიწყეთ. სწორედ ამ საბედისწერო ადგილას ისახება და ყალიბდება ბავშვების ოცნებები.“- წერია კომპანიის ოფიციალურ ბლოგში.


ეს შემოწირულობა XRP-ით განხორციელდა, რომლის მიზანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადახდის საშუალებად დამკვიდრება. შემოწირულობა მიიღო DonorsChoose.org - მა, რომელიც ამერიკაში არსებული არაკომერციული ორგანიზაციაა და საშუალებას აძლევს ადამიანებს, სასკოლო პროექტებს გადასცენ ფული. რიპლის თქმით:


“ ჩვენმა შემოწირულობამ ყველა საჭირო ეტაპი განვლო, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციის მიერ წაყენდა. დღეს დაახლოებით 30 000 საჯარო სკოლის მასწავლებებელი და დაახლოებით მილიონი მოსწავლე მიიღებს წიგნებს, სასკოლო ნივთებს, სპეციალურ ტექნიკასა და სხვა საჭირო რესურსებს DonorChoose.org-ის დახმარებით.“


რიპლი აღნიშნავს, რომ ეს საქველმოქმედო პლატფორმა იზიარებს რიპლის შეხედულებებს. თუ ისინი განათლების ხელმისაწვდომობაზე არიან ორიენტირებულნი, რიპლი გლობალური ეკონომიკის ხელმისაწვდომობისთვის იბრძვის.


თუმცა, კრიპტოვალუტის სამყაროში, XRP-ის საქმე არც თუ ისე კარგად მიდის. რიპლის თანადამაარსებელმა, ჯებ მეკქეილებმა განაცხადა, რომ რიპლის ჯგუფის მიერ ნოდების ძირითადი ნაწილის მართვამ ხალხი უნდა ააღელვოს.


XRP-ის, როგორც გრძელვადიანი ინვესტიციის, განხილვაც საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს, აღნიშნავს Weiss Ratings, რომელმაც აღნიშნა, რომ მონეტის ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუციებთან დაახლოება არც თუ ისე კარგი იდეაა. ასევე, განცხადების თანახმად, XRP-ის მფლობელებს ხელი არ მიუწვდებათ რიპლის პოტენციურ მოგებებთან, რადგან კომპანია არაა საჯარო.


ყველაზე მეტ პრობლემას კი ამ კრიპტოვალუტის ცენტრალიზირებულობა იწვევს. Weiss Ratings-ის რედაქტორმა, ხუან ვილავერდემ განაცხადა:


“რიპლს აქვს მჭიდრო ბიზნეს ურთიერთობები ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუციებთან, რომელთა „სამყაროს“ მართავს მთავრობა და ეროვნული ინსტიტუციები. როგორ აისახება ეს რიპლზე? მთავრობა მარტივად შეძლებს XRP-ის გაუქმებას.“


წყარო: Bitcoinist.com

bottom of page