top of page

4 აპრილის ბაზრის ანალიზი


2018 წელი კრიპტოვალუტებისთვის არც თუ ისე კარგად დაიწყო. ეს პროცესები კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ბაზრის ანალიზს მოკლე პერიოდში. შემოგთავაზებთ 4 აპრილისთვის არსებულ მონაცემებს.


BTC/USD


ძლიერი ვარდნის შემდეგ, ფასის მატება 1-დან 3 დღემდე გრძელდება, რაც არ არის საკმარისი ფასის არსებულ ნიშნულზე შესანარჩუნებლადაც კი. ბიტკოინის ფასმა მცირე დროით მიაღწია $7,711-ს რის შემდეგაც, დღევანდელი მონაცემებით, $6,500-საც კი ჩამოსცდა. მსგავსი ტრენდი კიდევ უფრო რეალურს ხდის ფასის თებერვლის თვის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე, $6,075 -მდე, დაცემას. (იხილეთ დიაგრამა).



ETH/USD


ეთერიუმის ფასის ვარდნა შეწყდა დაახოებით 3 აპრილისთვის, თუმცა მან ვერ შეინარჩუნა არსებული ფასი და ამ წუთის მონაცემებით 1 ეთერიუმის შეძენას $373 შეძლებთ. თუ დიდი მოთამაშეები განაგრძობენ საკუთარი მონეტების გაყიდვას, ფასი შეიძლება 300 აშშ დოლარსაც კი ჩამოსცდეს.

მარტში $870 დოლარიდან აპრილში $373 -მდე ფასის დაცემა დაბალ მოთხოვნაზე მიანიშნებს. (იხილეთ დიაგრამა)



BCH/USD


იყო მოლოდინი, რომ ბიტქოინ ქეში შეინარჩუნებდა 20 დღის საშუალო ფასს, თუმცა ეს არ გამართლდა და მისი ფასი ამ წუთისთვის $628 -ია. მხოლოდ დღევანდელ დღეს მისმა ღირებულებამ 10%-ით დაიკლო. ასეთი დაბალი ფასის პირობებშიც კი მცირეა მასზე მოთხოვნა. (იხილეთ დიაგრამა)



XRP/USD


რიპლის ფასის გამოსწორებამ დიდი შედეგი ვერ გამოიღო და ახლა ის $0,48 ღირს, რაც მხოლოდ გასულ დღესთან შედარებით 10%-ით მცირეა ბიტქოინ ქეშის მსგავსად. თუ ფასი 1 აპრილის მონაცემზე, $0,45351 -ზე, დაბლა დაეცემა, მოსალოდნელია მისი კიდევ უფრო შემცირებაც. (იხილეთ დიაგრამა)



LTC/USD


სხვა დიდი ვალუტების მსგავსად, დაახლოებით 10%-ით დაიკლო სტელარის ფასმა ბოლო 24 საათის განმავლობაში. მისი ფასი ამ წუთისთვის $119,78 -ია. თუ შენარჩუნდება ფასის მსგავსი ტემპებით ვარდნა, მოთხოვნის სიმცირის გამო შეიძლება $84,708-მდეც კი დაეცეს. (იხილეთ დიაგრამა)



ანალოგიური ტრენდი ფიქსირდება ადასა და ნეოს შემთხვევაში. მათი ფასი , შესაბამისად, 13% და 12%-ით შემცირდა ბოლო 24 საათში და მათი ყიდვა $0,14 და $47,13 -ად შეგიძლიათ.


წყარო - cointelegraph.com


bottom of page