top of page

Robinhood-ი უფასო კრიპტოვაჭრობის სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს


ახლახანს, ინვესტორებს საშუალება მიეცათ, საკომისიოების გარეშე ევაჭრათ ბიტკოინითა და ეთერეუმით აშშ-ს რამდენიმე შტატში. კალიფორნიაში დაარსებულმა ონლაინ ბროკირების კომპანია Robinhood Financial-მა, თავისი პირობა შეასრულა და ახლა ბიტკოინითა და ეთერიუმით უფასოდ ვაჭრობაა შესაძლებელი კალიფორნიაში, მასაჩუსეტში, მისურისა და მონტანაში. Ccn-ის წინა სიახლეების თანახმად, მომხმარებლებს ჯერაც მოუწევთ მარტივი ვაჭრობისთვის ფულის გადახდა. თუმცა, ფინანსები სწრაფად ხელმისაწვდომი იქნება.


შესაძლოა, რომ ამ მოვლენების განვითარებასთან ერთად, Robinhood Crypto-ს გარკვეული ხარვეზები ჰქონდა, რადგან ამ შტატების მოქალაქეები ტვიტერში ჩიოდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ სერვისზე წვდომა. სხვები ამბობდნენ, რომ ამ აპლიკაციაში კრიპტოვალუტების გარდა არის აქციები და ETF ვაჭრობა და ყველაფერი კარგად მუშაობს.


Robinhood Crypto-ს გაფართოებით იზრდება კონკურენცია სხვა ბიტკოინის გაცვლით პუნქტებს შორის. ინვესტორებს ფართო არჩევანი აქვთ, რომელშიც ამერიკაში დაარსებული Coinbase-იც შედის. ის მოწინავე სავაჭრო პლატფორმაა და ამჟამად 20 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და $150 მილიარდის ოდენობის ტრანზაქციები უკვე განხორციელდა ამ პლატფორმაზე. Coinbase-ის საკომისიო გადასახადი 1.5%-დან 4%-მდე მერყეობს.


Robinhood-ი ფულს შოულობს არა საშემოსავლო გადასახადებისდან, არამედ მომხმარებელთა პროფილებით. მათ იერარქიულად აქვთ დაყოფილი სამომხმარებლო პაკეტები, რომელთა შორის საუკეთესოა Robinhood Gold, რომელიც საშუალებას გაძლევთ, სწრაფი დეპოზიტები განახორციელოთ და, ამასთან, თქვენ წვდომა გექნებათ ნასესხებ ფულად სახსრებთან. Robinhood არ არის 100%-ით ერთუგული კრიპტოვალუტებისადმი და ისინი საფონდო ბირჟაზეც აკეთებენ ინვესტიციებს.


მეტი შტატი, მეტი ალტკოინი


Robinhood-ს ტვიტერში უკვე დაუსვეს შეკითხვა, თუ როდის იქნება გახსნილი ეს პლატფორმა ფლორიდელი ინვესტორებისთვის და როდის დაამატებენ ისინი სხვა მონეტებს. 1 კვირაზე ცოტა მეტში, უკვე 1 მილიონმა ინვესტორმა გაიარა წინასწარი რეგისტრაცია და მილიონობით კიდევ ელის ამ პლატფორმის ხელმისაწვდომობას, ეს კი შესანიშნავი ამბვია ბევრი ამერიკელი ტრეიდერისთვის.


Robinhood Crypto ნიუ ჰემპშირშიც აპირებდა დამკვიდრებას, თუმცა შემდეგ მათ გადაწყვიტეს ახალი შტატების თანდათანობით დამატება. ისინი აგრეთვე სხვა მონეტების დამატებასაც გეგმავენ. ამჟამად აპლიკაცია ხელმისაწვდომია ანდროიდსა და iOS-ზე.


ვაჭრობა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ბიტკოინითა და ეთერეუმითაა შესაძლებელი, თუმცა მომხმარებლებს სხვა კრიპტოვალუტების საბაზრო მონაცემებთან აქვთ წვდომა, Robinhood Crypto სთავაზობს თავის მომხმარებლებს ფულად სახსრებთან „მყისიერ წვდომას“, რომელიც სრულდება დეპოზიტებით ან აქციების გაყიდვით. ეს კარგი სიახლეა ტრეიდერებისთვის, რადგან მათ არ მოუწევთ ფულის სხვა პლატფომაზე გადასვლისთვის ლოდინი.


წყარო: ccn.com

bottom of page