top of page

ეთერიუმისთვის განკუთვნილი პირველი ASIC Miner-ი


ბიტკოინის მაინინგის აღჭურვილობის ფირმა, Bitmain-ი, ეთერიუმის მაინინგ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება.


Bitmain-ის ოფიციალურ საიტს თუ ვენდობით, Antiminer E3 ხელმისაწვდომი იქნება ივლისში და მისი ფასი $800 შეადგენს. განცხადებების თანახმად, კომპანია გარკვეულ შეზღუდვას აწესებს - 1 ერთეული 1 მომხმარებლისთვის. ამასთან, გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს პროდუქციის ჩინეთსა და ტაივანში შეტანაზეც.


როგორც მოსალოდნელი იყო, ამ განცხადებებით პოტენციური კლიენტები დაინტერესდნენ. ოფიციალური გვერდის თანახმად, მიწოდების პირველი პარტია უკვე გაყიდულია.


ჭორები Bitmain-ისა და ეთერიუმის კავშირის შესახებ თებერვალში გავრცელდა, როდესაც ჩინეთში დაარსებულმა ინფორმაციულმა საიტმა, Technews.cn-მა, ახალი აღჭურვილობის დეტალებზე დაწერა.


მარტის ბოლოს, CNBC-მ კრისტოფერ როლანდის მოსაზრებები გამოიყენა, რომელიც ამბობს, რომ კლიენტები გამოიყენებენ ეთერეუმზე ორიენტირებული აპლიკაციისთვის განკუთვნილ ინტეგრირებულ წრედს (ASIC). ეს კი გრაფიკული დაფების მწარმოებლების, AMD-სა და Nvidia-ს, პერსპექტივებს შეამცირებს, რომლებითაც ბევრი მაინერი სარგებლობს.


„გასულ კვირას აზიაში მოვგზაურობდით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ Bitmain-ს უკვე აქვს ASIC-ი (აპლიკაციებისთვის განკუთვნილი ინტეგრირებული წრედი), რომელიც განკუთვნილი იქნება ეთერიუმის მაინინგისთვის. ამ დროისთვის კომპანია გზავნილების მომზადებითაა დაკავებული,“ - აცხადებს როლანდი.


წყარო: coindesk.com

bottom of page