top of page

სავარაუდოა ბიტკოინის ფასის მკვეთრი ვარდნა


თუ Metcalfe-ის კანონი გამართლდა, ბიტკოინის ფასი კიდევ უფრო დაეცემა. ციურიხში ჩამოყალიბებულმა მკვლევრებმა საპნის ბუშტის შესახებ განაცხადეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ბიტკოინის ფასი, რომელიც ამ დროისთვის ჯამში 124 მილიარდ დოლარს შეადგენს, წლის ბოლოსთვის 37%-ით დაეცემა ან, არა უმეტეს, 77 მილიარდი დოლარით. ეს ყველაფერი არის დაფუძნებული თეორიაზე, სახელად „Metcalfe-ის კანონი“


საკვლევ გრაფიკებზე ჩანს, რომ ბიტკოინის ფასი დიდი წნეხის ქვეშაა მოქცეული ამდენი მარეგულირებელი წესებისგან, რომელიც ბიტკონმა მრავალი მსხვილი ბაზრისგან მიიღო მსოფლიოს გარშემო.


და მაინც, ზუსტად რა არის „Metcalfe-ის კანონი“? ეს არის თეორია, (ასევე ცნობილი, როგორც “network effect”), რომელიც Ethernet-ის დამფუძნებელმა, ბობ მეტკალფმა, შეიმუშავა 1980 წელს, სადაც ნათქვამია:


„ქსელის ღირებულება არის კვანძების რაოდენობის კვადრატის პროპორციული“. მაშინ, როცა აქციები დამოკიდებულია ისეთ ფუნდამენტალებზე, როგორიცაა P/E კოეფიციენტი, შვეიცარიელ მკვლევრებს სჯერათ, რომ თუ „Metcalfe-ის კანონს“ მივყვებით, ბიტკოინის მომავალი ღირებულების დადგენა გაგვიმარტივდება.


ETH ციურიხის უნივერსიტეტის აღმოჩენები


მკვლევარებს სათავეში ედგათ სპენსერ ვითლი, სამრეწველო რისკების პროფესორი ETH ციურიხის კვლევით უნივერსიტეტში. მათ დაასკვნეს, რომ ბიტკოინის მომხმარებლების რაოდენობა არ უწყობს ხელს მისი ღირებულების გაზრდას.

„ჩვენი Metcalfe-ზე დაარსებული ანალიზი ამტკიცებს, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით, ბიტკოინის ბაზრის გაბარიტები 22-24 მილიარდ დოლარამდე ჩამოვა, ყოველ შემთხვევაში, 4-ჯერ მაინც შემცირდება, ვიდრე ახლაა.“

თუ ისინი მართალი არიან, ბიტკოინის საბაზრო ფასი აღარ განაგრძობს ახალი მწვერვალების დაპყრობას, როგორც მან ეს 2017 მოახერხა. კიდევ უფრო უარესი, ისინი ამბობენ, რომ იმის გამო, რომ ბიტკოინის ფასსა და ალტკოინებს ერთმანეთთან ახლო კავშირი აქვთ, ბიტკოინთან მიმართებით ახლო მომავალში მომხდარი მოვლენები სხვა კრიპტოვალუტებზეც აისახება (და პირიქით) თავიანთი ღირებულებების მიუხედავად.


ბიტკოინს წინ „მრავალი თვის განმავლობაში დაღმავალი პერიოდი ელის“ მარტის კვლევების მიხედვით, რომელიც ასევე ითვალისწინებს ბიტკოინის მასიურ და უპრეცედენტო ფასების მიღწევას წინა წელს.

რაც კი აქამდე ბუშტები (bubble- მდგომარეობა, როცა უკიდურესად წარმატებული ბიზნესის/იმპერიის ჩამოშლა გარდაუვალია) არსებულა, ყველა მათგანის ბედი ტრაგიკულად დასრულდა. ბიტკოინის შემთხვევაში განადგურების მთავარი მიზეზი საკუთარივე სიმძიმე გახდება (ერთი ბიტკოინის ფასს 20 000 დოლარამდეც კი მიუღწევია). სხვა მიზეზებად შეიძლება მოვიაზროთ Ponzi-ის თაღლითური სქემა, ჩინეთის გადაწყვეტილება, რომ ბიტკოინით ტრანზაქციები შეწყდება და ასევე განცხადებები იმის შესახებ, რომ სამხრეთ კორეა ბიტკოინს საერთოდ აკრძალავდა 2017-წლის ბოლოსთვის.


წყარო: ccn.com

bottom of page