top of page

ბანკმა ჩილეური ბირჟების ანგარიშები დახურა


ჩილეს კრიპტოვალუტის სამმა ბირჟამ, Buda-მ, Crypto MKT-მ და Orionx-მა, შესაძლოა ბანკის მხარდაჭერა დაკარგოს, რადგან უკანასკნელმა ბანკმა, რომელიც ამგვარ ოპერაციებს ატარებდა, თავისი სავაჭრო პლატფორმების დახურვის შესახებ გამოაცხადა.


ადგილობრივი საინფორმაციო საშუალების, El Mercurio-ს თქმით, ფინანსურმა ინსტიტუტებმა გადაწყვიტეს, შეწყვიტონ საქმიანი ურთიერთობა ისეთ კომპანიებთან, რომლებიც შუამავლების როლს თამაშობენ, ან კრიპტოვალუტის პლატფორმას წარმოადგენენ.


იმისდა მიუხედავად, რომ ბანკი აღარ მოემსახურება სამივე გაცვლით პუნქტს, მან თავისი ნაბიჯების შესახებ მხოლოდ Orionx-ს შეატყობინა. ეს შეტყობინება ასე გამოიყურება:


“გატყობინებთ, რომ Banco Estado თქვენი ანგარიშის დახურვას აპირებს სამომხმარებლო კონტრაქტის ძალით.“


ეს ყურადსაღები ნაბიჯია, ვინაიდან, CCN-ის განცხადებების თანახმად, ბანკმა უკვე დახურა BUDA-სა Crypto MKT-ს ანგარიშები. ამის საპასუხოდ, ბირჟებმა საჯარო განცხადება გააკეთეს, რომელშიც ქვეყნის საბანკო ასოციაციას ABIF-ს სთხოვენ სიტუაციის გარკვევას.


მანამდე, ბირჟებმა შენიშნეს, რომ ერთ-ერთ ბანკს ჰქონდა სპეციალური მითითება, არ ეწარმოებინათ საქმნიანობა კრიპტოვალუტებთან. BancoEstado ერთადერთი ფინანსური ინსტიტუტი იყო, რომელიც ამ გაცვლით პუნქტებთან მუშაობდა.


კრიპტოვალუტის გაცვლითი პუნქტების პასუხი


ამის საპასუხოდ, BUDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, პაბლო ჩავზმა, თქვა, რომ თუ BancoEstado ამ სვლას გააკეთებს, კომპანია იძულებული გახდება, ოპერაციები განახორციელოს ციფრულ ფორმატზე, რომლის ფარგლებშიც ციფრული ბანკი შეიქმნება.


მარტინ ხოფრე, Crypto MKT-ს თანადამაარსებელი, ამბობს, რომ თუ BancoEstado ზურგს შეაქცევს კომპანიას, ბირჟა საბანკო სისტემის გარეშე არ დარჩება. თუ საქმე აქამდე მივა, კომპანია თავის აქტივებს დაიბრუნებს.


Orionx-მა, რომელმაც იცოდა ანგარიშის დახურვის შესახებ, თავისი ფინანსების დაცულობა უზრუნველყო. ბანკის ამ ნაბიჯს Oronx არ ეთანხმება და თვლის, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც კონკურენციას სპობს.



თავიანთ ერთობლივ განცხადებაში, BUDA და Crypto MKT, ამბობენ, რომ ისინი იხდიან დღგ-ს და დარეგისტრირებულნი არიან, როგორც ჩილეური ფინანსური ანალიზის განყოფილება, ისინი ფულის გათეთრებისა და ტერორისტების დაფინანსების წინააღმდეგ შესაბამის მითითებებს ასრულებენ და თავიანთ კლიენტებს უსაფრთხო პლატფორმას სთავაზობენ.


ABIF-ი, რომელსაც კრიპტოვალუტის გაცვლითმა პუნქტებმა მიმართეს, გამოეხმაურა მათ განცხადებას და განმარტა, რომ აღნიშნული პრობლემის გადაჭრა არაა მათი მოვალეობა, რადგან ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს ინდივიდუალურ დონეზე - ბანკსა და მის კლიენტებს შორის.


წყარო: ccn.com

bottom of page