top of page

ბუტერინი Tron-ის დაცინვას განაგრძობს


პირველი აპრილი უკვე გავიდა, მაგრამ ეთერიუმის შემქმნელს, ვიტალიკ ბუტერინს ჯერ არ დაუსრულებია ბლოკჩეინის სტარტაპის, Tron-ის ხანგრძლივი პლაგიატის ბრალდებებზე დაცინვა.


ვიტალიკის საპასუხად, Tron- ის დამფუძნებელმა, ჯასტინ სანმა, შვიდი მიზეზი დაასახელა, თუ რატომაა პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ არაა მთავარ ქსელში ჩაშვებული, ეთერიუმზე უკეთესი. ბუტერინმა კი დაამატა ის ფაქტორი, რომელიც სანს გამორჩა: ისინი უფრო "ეფექტურია" White Paper-ის დასაწერად.


ეს კომენტარი ჯერ კიდევ იანვარიდან ვრცელდება, როდესაც, როგორც CCN იტყობინება, Tron-ი white paper-ის პლაგიატში დაადანაშაულეს. აღმოჩნდა, რომ დოკუმენტის ინგლისურენოვანი ვერსია სხვების მიერ დაწერილი white paper-ის მსგავსია. მათ შორისაა IPFS-ისა და Filecoin-ის ნაშრომებიც ერთი განსხვავებით - ისინი ციტატებს არ შეიცავს.


იმ დროს, სანმა უარი განაცხადა ბრალდებებისთვის პირდაპირ პასუხზე და გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს ალბათ მოხალისეთა ბრალია, რომლებმაც ორიგინალი ჩინური ვერსიიდან ინგლისურზე თარგმნეს.


სანი კიდევ ერთ მიმოწერაში გადგა განზე ბრალდებებისგან. მან უბრალოდ მადლობა გადაუხადა ეთერიუმს, რომ მას "უკეთესი დეცენტრალიზებული პლატფორმის" შექმნაში დაეხმარა და ბუტერს შესთავაზა პროექტის Github- ის საცავებში Tron-ის კოდისთვისაც გადაეხედა.


თუმცა, სანს არ უხსენებია ბრალდებების შესახებ რაიმე, მაგრამ ის არც უარყოფს და არც ეთანხმება იმ ფაქტს, რომ Tron-ის white paper-ი პლაგიატია. თუმცა, მისი განცხადება : "ჩვენ ... უფრო მეტი ვართ, ვიდრე white paper-ის შემქმნელები", სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ მას მთლიანი ინციდენტის მალევე დასრულება სურს.


მართლაც, ამ კვირაში ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ბუტერინი Tron-ის პლაგიატიზმზე ბრალდებებს შეეხო.

კვირას, პირველ აპრილს, ბუტერინმა რამოდენიმეჯერ იხუმრა კიდეც, მათ შორის ერთ პოსტში Ethereum Foundation-ის ბლოგზე, მან ახალი „ოფიციალური ეთერიუმის მყარი მონეტის“, სახელად, მსოფლიო სავაჭრო ფრანკების შექმნის შესახებ გამოაცხადა.


თუმცა, თითქმის ვერავინ მიხვდა ხუმრობის უკან დამალულ კონტექსტს. სახელდობრ, პოსტის დიდი ნაწილი Tron-ის ვებ გვერდიდან იყო დაკოპირებული.


წყარო: ccn.com

bottom of page