top of page

კრიპტოვალუტების ორი ბირჟა დროებით გააუქმეს


იაპონიის ფინანსურმა რეგულატორმა კრიპტოვალუტების ორ ბირჟას უბრძანა, შეეწყვიტათ ოპერაციების გატარება ორი თვის ვადით არასრული KYC (იცნობდე შენს კლიენტს) პროცედურების გამო.


დროებითი შეჩერება მყისიერად ამოქმედდა და გაგრძელდება  5 და 7 ივნისამდე, Eternal Link-ისა და FSHO-თვის, შესაბამისად. პენალი გამოსცა ფინანსური სერვისების სააგენტომ (FSA).


თვეობით მიმდინარე გამოძიებისას, სააგენტომ ორივე ბირჟას ბრალი დასდო მომხმარებლებისგან არასაკმარისი ინფორმაციის მოთხოვნაში, რაც ვაჭრობისთვის იყო საჭირო. მათ ასევე არ დაუნერგავთ საეჭვო ტრანზაქციების FSA-თვის გადაცემის პროცედურები.


სააგენტოს განცხადებით, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ასეთი არასრული პროცედურები არ თავსდება კრიმინალური აქტივობების თავიდან არიდების საჭირო ნორმებში.


ამასთან, Eternal Link-ზე გაცემული ჯარიმა მიუთითებს იმაზეც, რომ ფირმამ დაარღვია იაპონიის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები - ის იყენებდა მომხმარებლების დეპოზიტებს კომპანიის დანახარჯების გადასახდელად.


დამატებით, FSA-ის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ Eternal Link-მა, FSHO-მ და კიდევ ერთმა ადგილობრივმა ბირჟამ, Last Roots-მა, არასაკმარისად გააძლიერეს შიდა უსაფრთხოების ნორმები, რომლებიც იცავს მომხმარებელთა ინფორმაციას პოტენციური კიბერ-შემომტევებისგან.


ადინისტრაციული ჯარიმების უახლესი რაუნდი ადასტურებს იაპონიის რეგულატორების მიერ კრიპტოვალუტების ბირჟების გულდასმით შემოწმებებს.


წყარო: coindesk.com

bottom of page