top of page

კრიპტოკატები ახლა უკვე სირბილში ეჯიბრებიან ერთმანეთს!


ახალი ეთერიუმის თამაში პოპულარულ CryptoKitties-ს ახალ ფუნქციას უმატებს. ახალ თამაშში, რომელსაც KittyRace ჰქვია, ციფრული კატები ერთმანეთს რბოლაში ეჯიბრებიან ეთერიუმ პრიზისთვის.


KittyRace ციფრული კატის მფლობელებს საშუალებას აძლევს, შესვლის საფასურის სანაცვლოდ, თავიანთი კატა სხვისას შეაჯიბროს რბოლაში. როგორც CryptoKitties შემთხვევაშია, კატას კონკრეტული თვისებები დაეხმარება გამარჯვებაში, თუმცა, ამასთან ერთად, შესვლის დრო და გარკვეული იღბალიცაა გასათვალისწინებელი. გამარჯვებული იღებს ყველას მიერ გადახდილ შესვლის საფასურს გამოკლებული ტრანზაქციის გარკვეული თანხა.


აღსანიშნავია, რომ თამაში კომპანია Endless Nameless-ის მიერ შეიქმნა, რომელსაც მართავს ჩარლი ჰინი და ევგენი ოტო. Endless Nameless-ს არაფერი აქვს საერთო Axiom Zen-თან, რომელმაც CryptoKitties ჩაუყარა საფუძველი. დეცენტრალიზებულ ბლოკჩეინზე დაფუძნებული თამაშის საკუთრების უფლებების ნაკლებობის გამო, KittyRace-ის დეველოპერებს საშუალება მიეცათ, ციფრული კატების მფლობელებისთვის გასართობად ახალი გზები შეექმნათ.


სათამაშოდ მომხმარებელს დაინსტალირებული უნდა ჰქონდეს ეთერიუმის საფულე, როგორიცაა MetaMask, და KittyRace-ის ვებ გვერდზე შევიდეს. მიუხედავად იმისა, რომ თამაშმა ჯერჯერობით არავის მოუტანა დიდი ქონება, განსხვავებით CryptoKitties-გან, მას ამჟამად მზარდი რაოდენობის მოთამაშეები ჰყავს.


Reddit-ზე ზოგიერთი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ თამაშის ბედი "გადაწყვეტილია", რადგან ციფრული კატები, რომლებსაც კარგი თვისებები აქვთ, უპირატესობაში არიან, რაც არც ისე სახარბიელო სიტუაციაში აგდებს ნაკლებად სასურველი კატების პატრონებს. სხვა მომხმარებლების აზრით კი, დეველოპერებმა არ უნდა სცადონ თამაშის შეცვლა.


თუ თამაშს მოვაშორებთ კატებს და საყვარელ გრაფიკებს, აპლიკაცია დაემსგავსება კაზინო თამაშების დეცენტრალიზებულ ვერსიას. Quartz-ის თანახმად, ჰინემ აღნიშნა:


"უცნობებს შორის ინტერნეტში ფსონებზე თამაში ცენტრალიზებული პარტიის გარეშე ეთერიუმამდე წარმოუდგენელი იყო.“


ჰინემ დასძინა, რომ კომპანია დაელოდება უფრო მკაცრი წესების შემუშავებას, სანამ დაიწყებს ფულის გამომუშავებას. ეს, როგორც Quartz აღნიშნავს, შეიძლება ნიშნავდეს, რომ CryptoKitty-ის მფლობელებს არ უნდა ეშინოდეთ მათი კატების ღირებულების დროთა განმავლობაში გაუფასურებისა. ამის მიზეზი ისაა, რომ კატები მაინც არსებულ ბლოკჩინზე დაფუძნებული მონეტებია, რომლის გამოყენება სხვა აპლიკაციებშიც შეიძლება.


ჰინესნაირ დეველოპერებს უკვე ბიუროკრატიის გარეშე შეუძლიათ ახალი თამაშების შექმნა, რაც მათთვის სახარბიელო გარემოს ქმნის სამუშაოდ. კიდევ ერთი ახალი თამაში გამოჩნდა ბლოკჩეინზე, სახელად KittyHats. თამაში კომპანია Salina Labs-ის მიერაა შემუშავებული, რომელიც CryptoKitty-ის მფლობელებს საშუალებას აძლევს, მოარგოს თავიანთ კატებს თავსაბურავი, ხელოვნების ნიმუში და ფეხსაცმელი.


როგორც CCN იუწყება, გასულ თვეში CryptoKitties-მა 12 მილიონი დოლარი მოიზიდა სერია A დაფინანსების რაუნდში. დაფინანსების რაუნდს ხელმძღვანელობდა ვენჩარ კაპიტალის ფირმები Andreessen Horowitz და Union Square Ventures (USV) და მოიცავდა პერსონალურ ინვესტიციებს მსხვილი ტექნო წარმომადგენლებისგან.


წყარო: ccn.com

bottom of page