top of page

სამხრეთ კორეა სამ ბანკს ეჭვის თვალით უყურებს


სამხრეთ კორეის ფინანსურმა რეგულატორებმა განაცხადეს, რომ ისინი გამოიძიებენ სამ შიდა ბანკს. შემოწმების მიზანია ახლახანს წარდგენილი ფულის გათეთრების საწინააღმდეგო წესებთან თავსებადობის შემოწმება, რომლებიც კრიპტოვალუტების ვაჭრობის ანგარიშებს ეხება.


განცხადების თანახმად, ფინანსური სერვისების კომისიის (FSC) ადგილზევე აწარმოებს გამოძიებას NongHyup-ის, KB Kookmin-ისა და KEB-ის ბანკებში 19 აპრილიდან 25-მდე.


წლის დასაწყისში, FSC-იმ აუკრზალა შიდა ბანკებს ვირტუალური, ანონიმური ანგარიშების შექმნა კრიპტოვალუტებით მოვაჭრეებისთვის. მიზეზი ფულის გათეთრებისა და არალეგალური აქტივობების პრევენცია იყო.


გამოძიება ფოკუსირდება იმაზე, სრულად იცავდნენ თუ არა ბანკები ნამდვილი სახელის ვერიფიცირების წესებს სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტების ბირჟებისთვის. ეს მოიცავს იმ ანგარიშების რაოდენობასაც, რომლებიც ამ ბირჟების მიერაა შენახული.


გეგმა მოიცავს წინა გამოძიებასაც, რომელიც ადგილზე ჩატარდა იანვარში, და ამასთან, ადასტურებს 22 მარტში წარმოებულ ინსპექციასაც. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რეგულატორები გამოძიების მეორე რაუნდს შემდეგ თვეში აწარმოებენ.


წყარო: coindesk.com

bottom of page