top of page

კურსები ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებზე


ეს ნაბიჯი - კრიპტო სამყაროსთან დაკავშირებული კურსების დამატება - განპირობებული იყო სტუდენტების მზარდი ინტერესით ამ სფეროსადმი; აგრეთვე, კორპორაციული დამქირავებლების მოთხოვნით.


კევინ ვერბახი, Wharton-ის პროფესორი, აცხადებს, რომ შემოდგომის სემესტრში ის წაიკითხავს ლექციებს საგანში „ბლოკჩეინი, კრიპტოვალუტა და განაწილებული დავთრის ტექნოლოგია.“


„ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც აუცილებელია ამ ტექნოლოგიების სწავლება. უახლოეს მომავალში სწორედ კრიპტოვალუტა იქნება წამყვანი ძალა ბიზნესში. 5 წელიწადში თითქმის ყველა უნივერსიტეტს ექნება ამ თემასთან დაკავშირებული კურსები.“ - განაცხადა ვერბახმა CNBC-სთან ინტერვიუში.


მაისიდან სტენფორდში ახალი საგანი, „კრიპტოვალუტა“ დაემატება. იტამარ ორი, სტენფორდის ბიზნეს სკოლის მეორეკურსელი ძალიან კმაყოფილია ამ ცვლილებებით და თვლის, რომ ამ საგნის შემოღებით სტუდენტებს დასაქმების მეტი შანსი ექნებათ.


„ბევრ ჩვენგანს ბლოკჩეინის განხილვა მოუწევს სამუშაოზე. ასე რომ, მისი სწავლება საკმაოდ კარგია და გარკვეულ უპირატესობასაც გვანიჭებს,“ ამბობს ორი.


Pitckbook-ის მონაცემებით, 2017 წელს ბლოკჩეინის სტარტაპებში სარისკო კაპიტალისტების (VC) მიერ ჩადებული ინვესტიციები $911 მილიარდამდე გაიზარდა, რაც 88%-ით მეტია, ვიდრე 2016-ში. VC-ის სჭირდებათ ამ სფეროში განათლების მქონე ადამიანები.


ბიტკოინის ფასის ზრდამ გააღვივა ინტერესი


სიუზან ათეი, სტენფორდის ბიზნეს სკოლის პროფესორი, რომელიც რიპლის საბჭოს წევრია, ამბობს, რომ კრიპტოვალუტებით დაინტერესება განაპირობა ბიტკოინზე ფასის ზრდამ 2017 წელს.


„ფასის ამგვარმა ზრდამ თითქოს მოაჯადოვა ყველა: როგორ მოხდა ეს? ძალიან ბევრი გამდიდრდა, ზოგმა კი ფული წააგო. ყოველივე ეს კი ხალხის ყურადღებას იპყრობს და ყველას უნდა იმის გაგება, თუ რა ხდება.“


ჯონ ჯეიკობსი, Nasdaq-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ამჟამად ამავე თანამდებობას იკავებს Georgetown-ის ბიზნეს სკოლაში, აცხადებს, რომ Wall Street-ის დამქირავებლები ეძებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც კარგად არიან გარკვეულნი კრიპტო სამყაროში. ის ამბობს, რომ დამქირავებლები გამუდმებით ურეკავენ მას და ეუბნებიან, რომ მათ სჭირდებათ ხალხი, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიაში ერკვევა.


იმისდა მიუხედავად, რომ ზოგ მილიარდერს, როგორიცაა მარკ ქიუბანი, ჰგონია, რომ კრიპტოვალუტები გამოუსადეგარია, ჯეიკობსის თქმით, ბიზნეს პროგრამებმა უნდა მოამზადონ სტუდენტები ბაზრის მზარდი მოთხოვნისთვის.


„მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებმა შესაფერისი ცოდნა უნდა მისცნენ სტუდენტებს ამ სფეროში. კრიპტოვალუტაზე საუბრობს ყველა და ყველაგან.“


წყარო: ccn.com

bottom of page