top of page

"ბიტკოინის ბუშტი მალე გასკდება"


ამერიკის ბანკის, Merrill Lynch-ის (BAML), მკვლევრების გუნდი კამათობს იმის თაობაზე, არის თუ არა ბიტკოინი „ისტორიაში ყველაზე მსხვილი აქტივის საპნის ბუშტი“.


ახლახანს გამოქვეყნებულ წერილში, გუნდი, რომელსაც სათავეში ინვესტირების სტრატეგოსი, მაიკლ ჰართნეტი, უდგას, იმდენად შორს წავიდა, რომ დაახარისხა ამჟამინდელი ბაზარი, როგორც საპნის ბუშტი.


ბანკმა გამოაქყვენა ჩარტი, სადაც ბიტკოინს ცნობილ ფინანსურ მანიებს ადარებდა: მისისიპის კომპანიასა და სამხრეთის ზღვის კომპანიისას მე-18 საუკუნეში, ოქროს და ამერიკის ფასიანი ქაღალდების ბაზარს 1929 წელს.


მოცემული გრაფიკიდან ჩანს, რომ ბიტკოინის "საპნის ბუშტი" ხასიათდება ყველაზე დიდი ფასის ზრდით. მისი ღირებულება პიკის დროს დაახლეობით 60-ჯერ აღემატებოდა მის სამი წლის წინანდელ ფასს. როგორც მკვლევრები ამბობენ, ჰოლანდიური ტიტების შემთხვევაში, ფასი მხოლოდ 40-ჯერ გაიზარდა.


Coindesk-ის ბიტკოინის ფასის ინდექსის მიხედვით, ბიტკოინმა მწვერვალს 19,783 აშშ დოლარით მიაღწია 17 დეკემბერს. წერის მომენტში, მისი ღირებულება 6,835 აშშ დოლარია.


BAML-ის გრაფიკი აჩვენებს ცნობილი ისტორიული ბუშტების შედეგები და განვითარება. ეს მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ როდესაც ფასები ეცემა, ის რჩება ახალ, დაბალ ზღვარზე.


თუმცა, ბიტკოინს ჯერჯერობით იგივე განვითარება არ უჩვენებია. ამჟამინდელი ბიტკოინის ბუშტი არ არის ისტორიის - არც ბიტკოინის - ყველაზე დიდი ბუშტი. მისი ფასი 120-ჯერ გაიზარდა დაახლოებით 11 დოლარამდე 2010-სა და 2011 წლებში, სანამ ისევ დაეცემოდა. ღირებულების ზრდა 2013-სა და 2014 წლებში ასევე უფრო მკვეთრი იყო, ვიდრე ამჟამინდელი ზრდადი ბაზარი.


ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 2017 წლისა და წინა ბუშტების შედარებები არასამართლიანი იყო. 2017-2018 წლის ბუშტში უფრო მეტი კაპიტალი იყო დაბანდებული, ვიდრე 2010-2011, ან, თუნდაც, 2013-2014.


წყარო: coindesk.com

bottom of page