top of page

რა არის ტექნიკური ანალიზი? ნაწილი 1


ტექნიკური ანალიზი ფასიანი ქაღალდების შეფასების მეთოდია, რომელიც ძირითადად ემყარება ფასის ცვლილებასა და ვაჭრობის მოცულობას (დროის გარკვეულ მონაკვეთში კონკრეტული ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის მოცულობა). ტექნიკური ანალიტიკოსები არ ცდილობენ ფასიანი ქაღალდის რეალური ღირებულების გამორკვევას. ისინი საინვესტიიო გადაწყვეტილებებს მხოლოდ გრაფიკებისა და სხვადასხვა მაჩვენებლების მნიშვნელობიდან გამომდინარე იღებენ - როგორც წესი, ანალიზისათვის გამოიყენება რამოდენიმე ინდიკატორის კომბინაცია.


ფუნდამენტური ანალიზისგან განსხვავებით, რომლის ფარგლებშიც საჭიროა მომავალი ეკონომიკურ/ფინანსური პროგნოზების გაკეთება, ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია ტექნიკური ანალიზისათვის, არის წარსული ვაჭრობის მონაცემები და ის ინფორმაცია, რაც ამ მონაცემებს შეუძლია მოგვცეს სამომავლო ფასის მოძრაობის მისახვედრად.


ფუნდამენტური ანალიზის გაკეთებას გაცილებით მეტი ცოდნა და დრო სჭირდება ვიდრე ტექნიკურისას. თუმცა, მნიშნველოვანია ვთქვათ, რომ ფუნდამენტური ანალიზის გაკეთება კრიპტოვალუტების ბაზარზე ფაქტობრივად შეუძლებელია, ამიტომ აქ ძირითადად ტექნიკურ ანალიზს იყენებენ.


ტექნიკური ანალიზი სამ ვარაუდს ეფუძნება:

  1. საბაზრო ფასი ასახავს ყველა ფაქტორს;

  2. ფასის მოძრაობა ტანდენციურია;

  3. ისტორია ძირითადად მეორდება.


  1. საბაზრო ფასი ასახავს ყველა ფაქტორს

მრავალი ექსპერტი აკრიტიკებს ტექნიკურ ანალიზს, იმიტომ რომ ის მხოლოდ ფასის მოძრაობას იღებს მხედველობაში და ყურადღებას არ აქცევს ფუნდამენტალურ ფაქტორებს. ამის საწინააღმდეგო არგუმენტი ეფუძნება ეფექტური ბაზრის ჰიპოთეზას, რომლის თანახმადაც აქციების ფასი ისედაც ასახავს ყველაფერს, რამაც ზეგავლენა იქონია, ან შეიძლება იქონიოს კომპანიაზე - ფუნდამენტალური ფაქტორების ჩათვლით. ტექნიკურ ანალიტიკოსებს სჯერათ, რომ ყველაფერი, კომპანიის საფუძვლებიდან ზოგად ბაზრის ფაქტორებამდე და ბაზრის ფსიქოლოგიამდე, უკვე ასახულია ფასიანი ქაღალდების ფასზე. ეს აქრობს ფუნდამენტალური ასპექტების გაანალიზების აუცილებლობას ინვესტირებამდე. ერთადერთი, რაც რჩება, არიც ფასის მოძრაობის ანალიზი, რასაც ტექნიკური ანალიტიკოსები აღიქვამენ, როგორც კონკრეტული ფასიანი ქაღალდის მოთხოვნისა და მიწოდების შედეგს.


  1. ფასის მოძრაობა ტანდენციურია

ტექნიკური ანალიტიკოსებს სჯერათ, რომ ფასი მოძრაობს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ტენდენციებში (ტრენდში). სხვა სიტყვებით, უფრო მეტად სავარაუდოა, აქტივის ფასმა გააგრძელებს წარსული ტენდენცია, ვიდრე დაიწყებს უაზროდ მოძრაობას. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ტექნიკურ ანალიტიკოსებს, სჯერათ, რომ თუ ფასი მოცემულ მომენტამდე იზრდებოდა ის ზრდას გააგრძელებს, ხოლო თუ მცირდებოდა მომავალშიც შემცირდება. ვაჭრობის ტექნიკური სტრატეგიების უმეტესობა ამ ვარაუდზეა დაფუძნებული.


  1. ისტორია ძირითადად მეორდება

ფასის მოძრაობების განმეორებითი ბუნება ხშირად უკავშირდება ბაზრის ფიქოლოგიას, რაც საკმაოდ პროგნოზირებადია და ისეთ ემოციებს ეფუძნება, როგორიცაა შიში ან აღტაცება. ტექნიკური ანალიზი იყენებს გრაფიკის პატერნებს ამ ემოციებისა და შემდეგი ბაზრის მოძრაობების გასაანალიზებლად, რათა ტრენდები უკეთ გაიგოს. ტექნიკური ანალიზის სხვადასხვა ფორმები უკვე 100 წელზე მეტია, რაც გამოიყენება და ითვლება, რომ ისინი საკმაოდ რელევანტურია, ვინაიდან ახერხებს ფასის მოძრაობების პატერნების ილუსტრირებას, რაც ხშირად მეორდება.


ტექნიკური ანალიზის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ფასიანი ქაღალდისთვის, რომელსაც გააჩნია ვაჭრობის მონაცემთა ისტორია. ეს მოიცავს აქციებს, ფიუჩერსებს, ვალუტებს და სხვა ფასიან ქაღალდებს.


წყარო: investopedia.com

bottom of page