top of page

‘დაინფიცირებული’ მყიდველები და ბიტკოინის ფასი


ბარკლის ანალიტიკოსები კრიპტოვალუტებით სპეკულირებას ინფექციური დაავადების გავრცელებას ადარებენ.


ბარკლის ანალიტიკოსების აზრით, ბიტკოინის ფასის მკვეთრი ზრდა გასულ წელს გამოწვეული იყო ახალ მომხმარებლებში აღძრული ეიფორიით, როცა ისინი ‘დაინფიცირდნენ’ გამდიდრების მანიით. ეს თითქოს გარანტირებული იყო ბიტკოინის შეძენით. მას შემდეგ ფასი დაეცა თითქმის $20,000-დან $7,000-ზე დაბლა.


ანალიტიკოსების აზრით, ფასმა აბნორმალურად ზრდა დაიწყო მასინ, როცა „ინფექცია“ გადაეცა ერთი მომხმარებლიდან მეორეს, მეგობრებიდან-მეგობრებს და ზოგს უბრალოდ იმისიც კი ეშინოდა, რომ ვერ აჰყვებოდა ახალ ტრენდს და განსხვავებული იქნებოდა (FUD).

ამიტომ, ბევრი ანალიტიკოსი სკეპტიკურად უყურებს მოვლენებს და ვარაუდობს, რომ პიკი, რომელიც მიღწეულ იქნა დეკემბრის პირველ ნახევარში, მაქსიმუმია და ბიტკოინს გაუჭირდება აღნიშნულ ნიშნულამდე კვლავ ასვლა.


ბევრი ეკონომისტი პარალელს უშუალოდ მედიცინასთან ავლებს და ამბობს, რომ როცა ინფექცია მიაღწევს გავრცელების ზღვარს, გამომუშავდება იმუნიტეტი. ასეთ დროს აღარ ხდება ხელახალი დაინფიცირება. დაახლოებით ანალოგიური მოხდა ბიტკოინზეც, როცა მისმა ფასმა თითქმის $20,000-ს მიაღწია.


იგივე ეკონომისტები ბიტკოინის სიტუაციას ზოგადად კრიპტოვალუტების ბაზარს არგებენ და ამბობენ, რომ კრიპტოვალუტების საერთო კაპიტალიზაციამ შეიძლება ვერასდროს გადააჭარბოს $780 მილიარდს, ეს კი ის მაჩვენებელია, რომელზეც იყო ბაზარი იანვრის თვეში.


კრიპტოვალუტების შეფასება პრობლემატური საკითხია ტრადიციულ ფინანსურ თეორიებზე დაყრდნობით, რადგან ეს არის ახალი აქტივი, რომლის ფასის გარანტადაც მხოლოდ ხალხი და თავისუფალი ბაზარი დგას. მარტივად რომ ვთქვათ, ბიტკოინს ექნება ფასი მანამ, სანამ ხალხი მზადაა მას რაიმე ღირებულება მიანიჭოს.


წყარო - theguardian.com

bottom of page