top of page

უოლ სტრიტი კრიპტო ბაზარში


მატი გრინსპანი, ეტეროს ბაზრის მთავარი ანალიტიკოსი, ამბობს, რომ უოლ სტრიტი მზადაა, შემატოს “მეტი ლიკვიდურობა” ბიტკოინს და ეს სწორედ ის არის, რაც ბაზარს სჭირდება.


ბლუმბერგთან ინტერვიუში გრინსპანმა ისაუბრა ბიტკოინისა ბაზარსა და იმ პრობემებზეც, რომლებსაც კრიპტო ბაზარი ახლა წინ უდგას. მან ისიც აღნიშნა, რომ “რაც უფრო მეტ ლიკვიდურობას ვიღებთ ბაზარზე, მით უფრო უკეთესია ის”. გრინსპანმა ისიც მიუთითა, რომ უოლ სტრიტი „მზადაა თამაშში ჩასართველად.“


“ისინი გზებს იშენებენ, სანამ ჩვენ აქ ვლაპარაკობთ. არ ვიცით რას აპირებენ, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ ისინი მზად არიან, მიიღონ და მისცენ ბაზარს ლიკვიდურობა. ამან ბოლოს და ბოლოს უნდა დაალაგოს საქმე და დაასტაბილუროს ფასი”.


მან აღნიშნა, რომ უოლ სტრიტმა წინა წელს კრიპტოვალუტების “წვეულება გამოტოვა”, როდესაც CBOE–მ და CME–მ ბიტკოინ ფიუჩერსები გაუშვეს. ეტორომ შეისწავლა მომხმარებელთა რიცხვის ზრდა, რათა გაეხსნა ანგარიშები და დაეწყო ბიტკოინით ვაჭრობა ნოემბერში.


რაც შეეხება ფასს, გრინსპანმა შენიშნა, რომ ბიტკოინის ღირებულების ვარდნა „სიახლე არ არის”. ეს აღინიშნება პროცენტებშიც და ისტორიულადაც, “ჩვენ გვინახავს მსგავსი სახის უკან დახევები ადრეც” . ნამდვილად, ბიტკოინის ფასი 70%–ით დაეცა რამდენიმე თვეში 2013 წელს, სანამ გააძლიერებდნენ სხვა აქტივების კლასებს.


გრინსპანს ჰკითხეს, ბიტკოინის მომავალსა და როლზე ფინანსურ სისტემაში. ჰკითხეს ისიც, იქნებოდნენ თუ არა ცენტრალური ბანკები კრიპტოვალუტის მომხრე. პასუხად მან აღნიშნა ბიტკოინის დეცენტრალიზებული ბუნება და თქვა, რომ ”ის ცენტრალური ბანკებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს... და მასისა და მომხმარებლების ძალაზე ეყრდნობა.

წყარო: ccn.com

bottom of page