top of page

მულტი-მილიონიანი სახლი კრიპტოში!


უძრავი ქონების ინდუსტრია სულ უფრო მეტად იღებს ბიტკოინს, როგორც გადახდის საშუალებას. სულ ახლახანს, Wall Street Journal-ის თანახმად, ჰეჯ-ფონდის მენეჯერმა, კლაუდიო გაზონ დე ჟანეტმა, მანჰეტენის სახლი ბაზარზე დაახლოებით $ 30 მილიონ აშშ დოლარში, ან $ 45 მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტაში განათავსა.


ჟანეტი ბიტკოინით გადახდის შემთხვევაში 40%-იან პრემიუმს აწესებს. თავისი სახელის მქონე ჰეჯ-ფონდის ხელმძღვანელი მზადაა, მიიღოს ბიტკოინი, ეთერიუმი ან რიპლი დოლარის სანაცვლოდ. მან WSJ-ს განუცხადა:


"მე ნამდვილად მწამს ამ ქსელების, მაგრამ ის ძალიან მერყევია, რის გამოც მათი ღირებულება შეიძლება 60%-ით შემცირდეს ორ კვირაში. "


ჟანეტი მაღალტექნოლოგიურ კომპანიებზე ფსონების დადებასაა მიჩვეული და მისი LinkedIn-ის პროფილის თანახმადაც, მან დააფუძნა Zannett Cryptocurrency Group. იგი, როგორც ჩანს, კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინში ინვესტიციებს მინიმუმ 2015 წლიდან ახორციელებს.


კრიპტო ფონდები


CNBC-ს მიხედვით, ჰეჯ-ფონდები, რომლებმაც ბიტკოინსა და ალტკოინში ჩადეს ინვესტიცია, არც ისე ცუდად იღებენ ბოლოდროინდელ ამბებს, მათ შორის წამყვანი კრიპტო ფონდი, Pantera Capital, რომელმაც მარტში 45%-ზე მეტი დანაკლისი განიცადა. Pantera-ს ბაზარზე გამოჩენის დღიდან 2017 წლის ბოლომდე 25,000%-ის ოდენობის უკუგება ჰქონდა. Pantera-ს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა მიზეზად არასტაბილურობა მოიყვანა.


ჟანეტის სახლი


ჟანეტის სახლს აქვს ექვსი დონე, ფართი კი 12,300 კვადრატულ ფუტს აღემატება. მარმარილოთი და კირქვით ნაგები სახლი მდებარეობს მანჰეტენის ზემო აღმოსავლეთი ნაწილის სამეზობლოში. სახლის იღბლიანი აგენტების სიაშია ვალერი ა. ლეტანი, დუგლას ელიმანი და კორკორანის ჯგუფის წარმომადგენელი, კერი ჩიგანგი, რომლებიც, სავარაუდოდ, გაიყოფენ საკომისიოს.


ზრდადი ტენდენცია


ბიტკოინს მხოლოდ ნიუ იორკის უძრავი ქონების ბაზარი არ აქვს დაპყრობილი. კოლორადოში, მყიდველმა ბიტკოინიდან მიღებული მოგება $ 1.1 მილიონი ღირებულების სახლის შესაძენად გამოიყენა. რეალტორმა, რომელმაც გამყიდველი „სანდო“ პიროვნებად, ხოლო გარიგება "გლუვად" ჩავლილად დაახასიათა, განაცხადა ადგილობრივ გამოცემაში, რომ "დასჭირდა, ესწავლა რა იყო ბიტკოინი."


მყიდველს უნდა დაემტკიებინა, რომ სახლის შესყიდვა შეეძლო, რის გამოც გამყიდველს თავისი საინვესტიციო პორტფელის ფოტოსურათები აჩვენა. მართალია, ნამდვილი ტრანზაქცია ტრადიციული ფულით მოხდა, მაგრამ მყიდველმა გადასახადების ასანაზღაურებლად მისი კრიპტო სახსრების ლიკვიდირება მოახდინა და თანხები გადარიცხა ანგარიშზე, რომელიც გამყიდველს საქმის დასრულების დროს გადასცა.

წყარო: ccn.com

bottom of page