ქვეყნები, სადაც კრიპტოვლუტა თითქმის არ იბეგრება
ბევრი მთავრობა ვერ უძლებს ცდუნებას და ერევა კრიპტოვალუტების ბაზარში. თუმცა, არსეობენ ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ კრიპტოვალუტებს თავისუფლად განვითარების საშუალება უნდა მისცენ და ასე გააჯანსაღონ ეკონომიკა. სტატიაში შემოგთავაზებთ კრიპტოსამყაროსადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნების სიებს.
ქვეყნები გამონაკლისი გადასახადებით
გერმანია, ევროპის ეკონომიკის წამყვანი ძალა, საკმაოდ ფრთხილად უდგება კრიპტოვალუტებზე გადასახადების დაწესებას. გასულ თვეში, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა გამოსცა განცხადება, სადაც ის ბიტკოინს ვალუტად მოიხსენიებს. ბუნდესრესპუბლიკა არ აპირებს კრიპტოვალუტების დაბეგვრას, როცა მათი გადაცვლა ევროში ხდება. ბიზნესებს აქვთ თავისუფლება, თუ სურთ, გადასახი კრიპტოვალუტაში მიიღონ.
ინდივიდუალური ინვესტორების კრიპტოვალუტების შედეგად მიღებული მოგება არ იბეგრება სლოვენიაში. სლოვენიელი მოსახლეობა არ არის ვალდებული, ოფიციალურ შემოსავლებში მიუთითოს მსგავსი გზით მიღებული მოგება. თუმცა, თუ სლოვენიაში ხელფასს კრიპტოვალუტაში იღებთ, მაშინ ვალდებული ხართ, გადაიხადოთ ჩვეულებრივი საშემოსავლო გადასახადი. სლოვენიაში მოქმედებს პროგრესული საგადასახადო სისტემა, რომელიც იწყება 16%-დან თუ თქვენი შემოსავალი ყოველწლიურად არ აღემატება 8,000 ევროს და აღწევს 50%-საც, თუ წლიური შემოსავალი აღემატება 70,000 ევროს.
რაც შეეხება დანიას, მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიები იხდიან გადასახადებს როგორც ყველა სხვა ბიზნესი, ინდივიდუალური ინვესტორები გათავისუფლებულები არიან კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ნებისმიერი გადასახადისგან.
ბელარუსში საკმაოდ მეგობრული გარემოა კრიპტოვალუტის მოყვარული ინდივიდებისთვის და კორპორაციებისთვისაც. მაინინგი, ვაჭრობა და სხვა აქვიტობები ლეგალურია მარტის თვიდან.
კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული აქტივობები გათავისუფლებულია გადასახადებისგან სამხრეთ კორეაში, თუმცა მარეგულირებელი დოკუმენტი ზმადების პროცესშია და დღის სინათლეს ზაფხულისთვის იხილავს.
ბიტკოინის ყიდვისას გადასახადებს არც სინგაპურში გადაიხდით. კრიპტოვალუტები იქ არ არის აღიარებული ვალუტად. თუმცა, კომპანიები, რომლებივ ვაჭრობენ კრიპტოვალუტებით, ვალდებულები არიან, გადაიხადონ მოგების გადასახადი.
საკმაოდ მეგობრული გარემოა საქართველოშიც. ინდივიდუალური ინვესტორები არ იხდიან საშემოსავლო გადასახადს. რაც შეეხება ერთ-ერთ ყველაზე დიდ კორპორაციას მსოფლიოში, რომელიც საქართველოშიც მოღვაწეობს, Bitfury-ს, მისთვის ჩვენთან იდეალური გარემოა შექმნილი. ისინი არ იხდიან დღგ-ს. ამას გარდა, ისინი საქმიანობენ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, რის გამოც გათავისუფლებულები არიან ქონების და მოგების გადასახადისგან.
წყარო - news.bitcoin.com