top of page

კრიპტოვალუტების ბირჟები მომრავლდა!


ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ბანკი აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს კრიპტოვალუტის ბირჟის გასახსნელად.


ბლუმბერგის ცნობის, Barclays Plc, ბრიტანეთის სიდიდით მეორე ბანკი, არკვევს, თუ რამდენად არიან დაინტერესებული მათი მომხმარებლები აღნიშნული ინიციატივით.


წყაროების ცნობით, მოლაპარაკებები ჯერ საწყის ეტაპზეა და ბანკი ცდილობს, განსაზღვროს რამდენად ოპტიმალური იქნება ეს სიახლე მათთვის და არის თუ არა საკმარისი მოთხოვნა მომხმარებლების მხრიდან.


„ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ კვლევებს ციფრული ინოვაციების კუთხით და ვიკვლევთ ჩვენი კლიენტების მოთხოვნებსა და სურვილებს, რათა უკეთ შევისწავლოთ ბაზარი“ - განაცხადა ბარკლის სპიკერმა, ენდრიუ სმიტმა.


თუ წამყვანი საინვესტიციო ბანკები დაიწყებენ კრიპტოვალუტების გადასაცვლელი ობიექტების გახსნას, ეს კრიპტოსამყაროსთვის ახალ შესაძლებლობებს გახსნის და ბევრ ინსტიტუციონალურ ინვესტორს გაუჩნდება სურვილი, კრიპტოაქტივები დაამატოს თავის პორტფოლიოს.


რამდენიმე დღის წინ გამოცემული კრიტიკული სტატია ბიტკოინზე სწორედ ბარკლის ანალიტიკურ ჯგუფს ეკუთვნოდა. აღნიშნულ სტატიაში ისინი ამბობდნენ, რომ ბიტკოინის მიმართი ინტერესი ვრცელდება როგორც დაავადება და ამ მომენტისთვის ინვესტორების უმეტესობა უკვე დაინფეცირებულია ან გამოუმუშავდათ იმუნიტეტი. სწორედ ეს იწვევს ბიტკოინის ფასის ვარდნას ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, რადგან უფრო მეტი ადამიანია მზად, გაყიდოს ის, ვიდრე შეიძინოს.


წყარო: ccn.com

bottom of page