top of page

"მე ვიყენებ ბიტკოინს რუსეთის ბანის გასანეიტრალებლად"


რუსეთის ბანი ტელეგრამზე ძალაში ამ კვირას შევიდა, მაგრამ ეს მესიჯების აპლიკაცია ხელისუფლების ცენზურასთან ბრძოლას მაინც აგრძელებს - და ის ამისთვის ბიტკოინს იყენებს.


ტელეგრამის დამფუძნებელმა, პაველ დუროვმა, გამოამჟღავნდა, რომ მან ბიტკოინის გრანტების გაცემა დაიწყო ჯგუფებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამუშავებენ ვირტუალურ კონფიდენციალურ ქსელს (VPN) და სხვა სერვისებს. ეს სერვისები მომხმარებლებს ეხმარება, გვერდი აუაროს ეროვნულ ბანს, რომელიც რუსი კომუნიკაციების რეგულატორის, როსკომნაძორის, მიერ იქნა დაწესებული.


„იმისათვის, რომ ხელი შევუწყო ინტერნეტის თავისუფლებას რუსეთში და სხვაგანაც, მე დავიწყე ბიტკოინ გრანტების გაცემა ინდივიდებსა და კომპანიებზე, რომლებიც მართავენ VPN-ს და socks5 proxies-ს. მოხარული ვარ, წელს მილიონობით დოლარი შევწირო ამ პრობლემას და ვიმედოვნებ, რომ სხვების ამყვებიან“ - განაცხადა დუროვმა.


„ჩვენთვის ეს მარტივი გადაწყვეტილება იყო. ჩვენს მომხმარებლებს 100%-იან კონფიდენციალობას შევპირდით და გვირჩევნია, საერთოდ გავქრეთ, ვიდრე პირობა გავტეხოთ“ - დაამატა მან თავის წერილს, რომელიც ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა.


რუსეთის სასამართლომ ბანი წინა კვირას დაადასტურა. მიზეზად მან დაასახელა ტელეგრამის უარი, მიეწოდებინა ქვეყნისთვის დაშიფვრის გასაღებები, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფო მესიჯების ნახვას შეძლებდა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ ამ მესიჯებზე წვდომა ტერორისტული აქტივობების აღმოსაჩენად და თავიდან ასარიდებლად სჭირდებოდათ, მაგრამ კომპანიის თქმით, ასეთი ქმედება რუსი მომხმარებლების კონფიდენციალობას დაარღვევდა.


უცნობია, რა ზომებს მიმართავს რუსეთი ბანის შესანარჩუნებლად, მაგრამ კომპანიას ნამდვილად გააჩნია საკმარისი რესურსები ხანგრძლივ დაპირისპირებასთან გამკლავებისთვის.


როგორც CCN-ი განაცხადებს, ტელეგრამმა პირველადი ჟეტონების შეთავაზების (ICO) წინასწარი გაყიდვებით მინიმუმ 1.7 მილიარდი დოლარი მოაგროვა და სავარაუდოდ ამ რიცხვის გაზრდასაც ეცდება საჯარო გაყიდვებით.


წყარო: ccn.com

bottom of page