top of page

კრიპტობაზრის კაპიტალიზაციამ მოლოდინს გადააჭარბა


არსებობდა მოლოდინი, რომ ამ კვირაში კრიპტობაზრის კაპიტალიზაციას $350 მილიარდისთვის უნდა მიეღწია, თუმცა 20 აპრილის მონაცემებით, წამყვანი კრიპტოვალუტების კარგი მაჩვენებლების წყალობით, სრულმა კაპიტალიზაციამ $376 მილიარდი შეადგინა.


ალტკოინების სეზონი დაბრუნდა?


2018 წელი კრიპტოვალუტებისთვის საკმაოდ მძიმედ დაიწყო. ბიტკოინი, როგორც ყველაზე დიდი კაპიტალიზაციის მქონე ვალუტა, მძიმე დარტყმების მიუხედავად, სხვა ვალუტებთან შედარებით ნაკლებად დაზარალდა. ბევრი კრიპტოვალუტის ფასი ბიტკოინთან შედარებით 80%-ით შემცირდა. (მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინისთვისაც არ ყოფილა სახარბიელო წლის მეოთხედი).


ბოლო 7 დღის მანძილზე, ალტერნატიული კრიპტოვალუტები (ალტკოინები) დომინანტურ კრიპტოვალუტაზე უკეთ გამოიყურებიან. დღიურმა ვაჭრობამ ისტორიაში პირველად მიაღწია $20 მილიარდს.


მარტსა და აპრილში ინვესტორები სკეპტიკურად უყურებდნენ ბიტკოინისა და ეთერიუმის გარდა სხვა კრიპტოვალუტებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ალტკოინის ფასი სწრაფად იზრდებოდა კრიზისულ პერიოდებშიც, ამას მალევე მოყვებოდა მკვეთრი ვარდნაც. ამიტომაც, ინვესტორები თვლიდნენ, რომ რისკი არ იყო გამართლებული.


ახლა კი, უფრო და უფრო მეტი ინვესტორი რისკავს და საკუთარ პორტფოლიოში ამატებს რიპლს, OmiseGo-ს, Nano-სა და სხვა ალტკოინებს. ამან გამოიწვია ის, რომ 7 დღიან მაჩვენებლებში ალტკოინები ბიტკოინზე უკეთ გამოიყურებიან.


კრიპტოვალუტებისთვის შემდეგი მიზანი $400 მილიარდიანი კაპიტალიზაციაა, რაც საუკეთესო შედეგი იქნება ბოლო 2 თვის მანძილზე. ბევრი ვარაუდობს, რომ ბიტკოინმა წლის მინიმუმს $6,000-ის დროს მიაღწია და ბაზარმა გამოჯანმრთელების აქტიური პერიოდი დაიწყო.

თუ ბიტკოინის ფასი მოკლე ვადაში $9,500-ს გადააჭარბებს (ამისთვის იდეალური დრო კი შემდეგი კვირის ბოლო იქნება), სრულიად რეალურია, ბაზრის კაპიტალიზაციამ აპრილში $400 მილიარდს გადააჭარბოს.


წყარო: ccn.com


bottom of page