top of page

ევროკავშირმა კრიპტოვალუტების რეგულირებაზე ხმის მიცემა მოაწყო


უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ევროპის პარლამენტი მივიდა გადაწყვეტილებამდე, კრიპტოვალუტებზე რეგულაციებს კარგად ჩასძიებოდა.


ევროპის საბჭოს 2017 წლის დეკემბრის გადაწყვეტილება კრიპტოვალუტების რეგულაციებზე დაკვირვებას გულისხმობდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების თავის ასარიდებლად.


ახალი ლეგისლაცია, რომელიც კრიპტოვალუტებთან ასოცირებული ანონიმურობის საერთოდ გაქრობას ცდილობს, ბირჟების პლატფორმებისა და საფულეების პროვაიდერებისგან 574 ხმით გატარდა 13-ის წინააღმდეგ.


„კრიმინალური ქმედებები არ შეცვლილა“ - განაცხადა კრისიანის კარინსმა, MEP-მა და თანამომხსენებელმა ლატვიიდან.


„კრიმინალები თავიანთი არალეგალური ქმედებების გათეთრებისა ან ტერორიზმის დაფინანსებისთვის ანონიმურობას იყენებენ. ეს ლეგისლაცია ჩვენს მოქალაქეებსა და ფინანსურ სექტორს ფირმების უკან მდგომ ხალხზე უფრო მეტი ინფორმაციის გაგებითა და ციფრული ვალუტების წესების რეგულაციების შევიწროებით დაიცავს.“ - დაამატა მან.


შესაბამისად, კრიპტო ბირჟის პლატფორმები და სერვისის პროვაიდერები „დარეგისტრირებული უნდა იყვნენ“ და ვერიფიკაციის მოთხოვნებს უნდა მისდევდნენ.


„ამ ახალი ლეგისლაციით, წარმოგიდგენთ უფრო მკაცრ ზომებს, რომლებიც მომხმარებლების დაცვისთვის ფინანსური დაწესებულებების მოვალეობებს გააფართოებს.“ - განაცხადა თანამომხსენებელმა ჯუდით სარგენტინიმ ნიდერლანდებიდან.


წყარო: ccn.com

bottom of page