top of page

რუსეთის უზენაესი სასამართლო დაბლოკილი კრიპტოსაიტის საქმეს თავიდან ხსნის


რუსეთის უზენაესმა სასამართლომ სანქტ-პეტერბურგის სასამართლოს მიმართა დაბლოკილი კრიპტოსაიტის საქმის თავიდან გახსნისთვის.


რუსული მედიის ცნობით, სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ 2016 წელს საიტი Bitcoininfo.ru დაბლოკა. მიზეზად ის დაასახელეს, რომ კრიპტოვალუტა „გადახდის ვირტუალური საშუალებაა“, რის გამოც ის წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის კანონმდებლობასთან და ადგილობრივ ვალუტა რუბლთან.


თავდაპირველად, სასამართლომ პროცესზე მსჯავდებული მსჯავრდებული მხარე არ მიიწვია და მათ არც კი იცოდნენ სასამათლოს გადაწყვეტილების შესახებ, სანამ საიტზე წვდომა არ დაკარგეს. საიტის წარმომადგენლებმა სცადეს გადაწყვეტილების გასაჩივრება, თუმცა უარი მიიღეს. გასულ თვეში, უზენაესმა სასამართლომ არსებული მტკიცებები განიხილა და სანქტ-პეტერბურგის სასამართლოს მოსთხოვა, თავიდან გაეხსნათ საქმე.


სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ თებერვლის თვეში განიხილა 40-მდე კრიპტოსაიტის საქმე და ყველა მათგანს ფუნქციონირების გაგრძელების უფლება მიეცა.


რუსეთის მთავრობა აქტიურად უწევს წინააღდეგობას კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ საინფორმაციო საიტებს. გასულ წელს ცენტრალური ბანკის მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომლის თანახმადაც ისინი დაბლოკავდნენ საიტებს, რომლებიც კრიპტოვალუტებს ყიდდნენ. მათი თქმით, ასე დაიცავდნენ ისინი ინვესტორებსა და მომხმარებლებს.


წყარო: coindesk.com

bottom of page