top of page

კვლევები ადასტურებენ, რომ ეთერიუმი უფრო დეცენტრალიზებულია, ვიდრე ბიტკოინი


Genesis London-ის ბლოკჩეინის კონფერენციაზე, რომელიც თებერვალში ჩატარდა, კრიპტოვალუტების ექსპერტმა და კომპიუტერული მეცნეირების დოქტორმა გიუნ სირერმა ინტერვიუში განაცხადა, რომ Cornell-ის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა უჩვენებს, რომ ეთერიუმი ბიტკოინზე მეტადაა დეცენტრალიზებული.


2015 წლიდან, მას შემდეგ, რაც ეთერიუმი გამოჩნდა კრიპტობაზარზე, ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა ეთერიუმის ბლოკჩეინ ქსელის შესახებ, თითქოს მის უკან მდგარი ტექნოლოგია არ იყო სხვა კრიპტოვალუტებივით სანდო, რაც ინვესტორებსა და დეველოპერებს უნდობლობით განაწყობდა ეთერიუმის მიმართ.


კორნელის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევა უჩვენებს, რომ ეთერიუმის ქსელის კვანძები ნაკლებადაა დაკავშირებული დიდ ორგანიზაციებთან, ვიდრე ბიტკოინის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეთერიუმის ქსელზე უფრო დიდი კონტროლი აქვთ ინდივიდუალურ მოთამაშეებს, ვიდრე მსხვილ კომპანიებს.


„ეთერიუმის ქსელის კვანძები უფო ფართოდ არის გადანაწილებული გეოგრაფიულად. ასევე, ეთერიუმის კვანძები უკავშირდება სხვადასხვა ადგილებს, მცირე ქსელებს, ადგილობრივ კომპანიებს მაშინ, როცა ბიტკოინის შემთხვევაში კვანძები (კერძოდ კი 56%) ძირითადად დაკავშირებულია დატა ცენტრებთან.


ეთერიუმის სტრუქტურა ფუნდამენტალურად განსხვავებულია ბიტკოინისგან, რადგან მის ქსელს შეუძლია, მოემსახუროს დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს (dapps). ეთერიუმის ქსელმა უნდა შეძლოს წამში ათასობით ტრანზაქციის განხორციელება სამომავლოდ, რათა ჰქონდეს ისეთი დაპლების მხარდაჭერის უნარი, როგორიცაა Twitter და Facebook.


კორეულ მედიასთან საუბრისას, ეთერიუმის დამაარსებელმა, ვიტალიკ ბუტერინმა განაცხადა, რომ რომ ეთერიუმის ქსელის შესაძლებლობების მთელი მასშტაბურობა 3-დან 5 წელში გამოვლინდება. ეს კი დამოკიდებულია ისეთი ინოვაციების დანერგვის ეფექტურობაზე და სისწრაფეზე, როგორიცაა Plasma და Sharding.


სირერის განცხადებით, სამომავლოდ უფრო მეტი ინსტიტუტი, კონგლომერატი, გადამყიდველი და კომპანია გადავა ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე და ჩამოშორდება ცენტრალიზებულ ბაზებს. თუმცა, სირერი ეხმიანება ბუტერინის აზრს და ამბობს, რომ რადგანაც ბლოკჩეინთან დაკავშირებული პრობლემები ძირითადად ტექნიკური სახისაა, საჭირო იქნება გარკვეული დრო და მნიშვნელოვანი რესურსები, რათა ბლოკჩეინის კომერციალიზება მოხდეს.


წყარო: ccn.com

bottom of page