top of page

წამყვანი კრიპტოვალუტების ფასი ნელა, თუმცა სტაბილურად და საიმედოდ იზრდება


კრიპტოსამყაროზე პოზიტიური სიახლეები და ახალი ინვესტორების გამოჩენა დადებითად აისახა.


კერძოდ, ბიტკოინის ფასი კვლავ $8800-9000-ის შუალედში ტრიალებს, ეთერიუმის ფასი კი $630-ზე ფიქსირდება, რაც ბოლო 24 საათში 4,6%-იანი ზრდის შედეგია. ბაზრის საერთო კაპიტალიზაციაც ასევე სტაბილურად იზრდება და სტატიის წერის მომენტში $393 მილიარდს შეადგენს.


ბიტკოინი


ბიტკოინის ფასი ამ მომენტისთვის $8,843-ია, ბოლო 24 საათში კი $9,000-იან ნიშნულსაც მიაღწია. ბოლო 24 საათში მისი ფასი 1,2%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ბიტკოინის დომინირებას, ის ამ დროისთვის მთელი კრიპტობაზრის 38,4%-ს ფლობს. ამ თვეში კი ეს მაჩვენებელი მაქსიმუმ 44%-ზე იყო.




ეთერიუმის ფასმა დღევანდელ ნიშნულს, $630 -ს ბოლოს 14 მარტს მიაღწია.




Coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, სადაც ყველა წამყვანი ვალუტა დღეს გამწვანებულია, ყველაზე დიდი ზრდა ბიტკოინ ქეშის შემთხვევაში შეინიშნება, რომლის ფასიც ბოლო 24 საათში 15,4%-ით გაიზარდა. მისი ფასი ამ დროისთვის $1,316-ია.


როგორც აღვნიშნეთ, ბაზრის სრული კაპიტალიზაცია თითქმის $400 მილიონამდეა ასული. ამ მაჩვენებელს ბაზარმა ბოლოს მარტის პირველ რიცხვებში მიაღწია.


წყარო: cointelegraph.com


bottom of page