top of page

„მაინერების დიდ ქურდობაში“ ეჭვმიტანილი დაიჭირეს


მტკიცების თანახმად, „ბიტკოინის დიდი ქურდობის“ უკან არსებული ადამიანი, სინდრი თორ სტეფანსონი, რომელიც არც ისე კარგი დაცვის მქონე ისლანდიური ციხიდან გაიქცა და წინა კვირას შვედეთში გადაფრინდა, დაიჭირეს.


მაგრამ, სტეფანსონის განცხადებით, ის არასდროს უნდა ყოფილიყო დაკავებული და მხოლოდ "პოლიციის ეჭვზე" დაყრდნობით დაიჭირეს. ეჭვმიტანილი ამსტერდამში დააკავეს დაპატიმრების საერთაშორისო ბრძანებით, რათა შემდგომ ისლანდიაში მისი ექსტრადაცია მოახდინონ.


სტეფანსონი ისლანდიის ყველაზე ცუდი ქურდობისთვის, 2 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინის მაინინგ აღჭურვილობის მოპარვაში სავარაუდო მონაწილეობისთვის დააპატიმრეს. მას მიაჩნია, რომ თავისი უფლებები დაირღვა, რადგან სასამართლო პროცესი არ ყოფილა, დაპატიმრების ბრძანება კი ვადაგასული იყო, როდესაც ის სოგნის ციხიდან გამოიქცა. მისი ამბის მიხედვით, რომელიც სტეფანსონმა ისლანდიურ გამოცემას, Frettabladid.is- ს მოუყვა, ის "მტკიცებულებების გარეშე" ჰყავდათ დაპატიმრებული და "სამოგზაუროდ თავისუფალი" იყო, როდესაც მოსამართლის გადაწყვეტილებას ვადა 16 აპრილს ამოეწურებოდა. მისი თქმით:


"არასდროს ვეცდები ციხიდან გაქცევას; თუ მე მოსამართლის გადაწყვეტილებისგან ლეგალურად მექნება თავისუფლება წართმეული, ეს ფაქტია".


მან ასევე განაცხადა, რომ ის დაადუმეს, დასაჯეს და უფრო დიდხნიანი იზოლაციით დაემუქრეს, ეს ყველაფერი კი - "მტკიცებულების გარეშე".


"მე უბრალოდ ჩემი ნებით ციხეში ყოფნაზე უარს ვამბობ, მით უმეტეს, როდესაც პოლიცია მემუქრება, ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე დამაპატიმროს.“


ქვემოთ მოცემულია ისლანდიაში გადაღებული სტეფანსონის ფოტო, რომელიც Frettabladid.is- ში გამოქვეყნდა. მისი თვითმფრინავის ბილეთი არ იყო საკუთარი სახელით, მაგრამ საზღვრის შემოწმება არც მოხდა.


ბრაზი და სინანული


ამბობენ, რომ სანამ სტეფანსონი მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებოდა, რესტორანში წავიდა და შემდეგ შვედეთში ფრენის ბილეთი დაჯავშნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ერთი საათის შემდეგ მოსამართლე "პატიმრობის გაგრძელების შესახებ" ბრძანებით გამოვიდა.


სტეფანსონის განცხადებით, მას სრცხვენია, რომ გაიქცა, მაგრამ ის "გაბრაზდა", როდესაც 2 თვეზე მეტხანს ციხეში ჯდომა მიუსაჯეს რაიმე მტკიცებულების გარეშე. მისი თქმით, გაქცევის შემდეგ, მედია მის ოჯახს აწუხებდა. ამის გამო, ამსტერდამში დაკავებამდე სტეფანსონს სახლში დაბრუნება სურდა.


სტეფანსონს ბრალი ედება ჯგუფის ხელმძღვანელობისთვის, რომელმაც დეკემბრისა და იანვარის პერიოდში კრიპტოვალუტის მაინინგ აღჭურვილობა მოიპარა. ამ ქურდობის მიერ გამოწვეული ხარჯები ჯერ კიდევ არაა აღდგენილი. გამოძიებამ შესაძლოა ესპანეთში გადაინაცვლოს, სადაც სტეფანსონმა ბინა იყიდა.


წყარო: ccn.com

bottom of page