Litecoin-ით გადახდა პოპულარული და მოსახერხებელი ხდება
ბევრი აკრიტიკებს ბიტკოინს იმიტომ, რომ ის არ უზრუნველყოფს სწრაფ და იაფიან გადახდას. ჩარლი ლიმ, Litecoin-ის დამაარსებელმა წინასწარ განსაზღვრა ბიტკოინის ეს პრობლემა და შექმნა გადახდაზე მეტად ორიენტირებული ბლოკჩეინი.
ჩარლი ლიმ “SatoshiLite”-ის მეტსახელიც კი მიიღო და Coinbase-ში დასაქმდა, რომელიც სან ფრანცისკოში მდებარე დიდი კრიპტო ბირჟაა. ლიმ აღნიშნული კომპანია 1 წლის შემდეგ დატოვა. მან გაყიდა ყველა თავისი ლაითკოინი, რათა არავის დაედანაშაულებინდა ფასის ხელოვნურად მანიპულირებაში.
მართალია, კრიპტოვალუტებიდან ძირითადი ყურადღება ბიტკოინზე მოდის, თუმცა ბევრი აღნიშნავს გადახდისთვის მის არც თუ ისე ხელსაყრელობაზე. სწორედ ამან შეიძლება გადაიტანოს მედიისა და მომხმარებლების ყურადღება Litecoin-ზე.
გასულ კვირას Business Insider-ში დაიწერა სტატია, სადაც განიხილებოდა, რომ $99 მილიონის ღირებულების Litecoin-ი სულ რაღაც 40 ცენტის სანაცვლოდ გადაიგზავნა. ევროკავშირის ონლაინ გაყიდვების საიტი Alza.cz, რომელიც ჩეხეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაღაზიაა 2018 წლის თებერვლიდან, გადახდის საშუალებად Litecoin-ს იღებს.
ამას გარდა, პირველი უსწრაფესი გზავნილი Litecoin-ში ციურიხიდან სან ფრანცისკოში განხორციელდა, როცა 0,00000001 Litecoin-ი გადაიგზავნა სულ რაღაც 1 წამში.
რამდენიმე დიდი კომპანია, რომლებიც კრიპტოვალუტების ბარათებს გასცემს და კომპანიის შიგნით გადახდის საშუალებად ალტკოინებს იყენებს, ( მაგალითად Wirex, TenX) მომხმარებლებს მალე შესთავაზებენ Litecoin-ს, როგორც ერთ-ერთ წამყვან კრიპტოვალუტას გადახდისთვის.
წყარო: ccn.com