top of page

კრიპტობაზრის 8 კვირიანი აღმასვლა გრძელდება


კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია მხოლოდ ამ კვირაში $25 მილიარდით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია უკანასკნელი 2 თვის მანძილზე.


აღმასვლა გრძელდება


შაბათს მთლიანი კრიპტობაზრის კაპიტალიზაციამ $441 მილიარდს მიაღწია. სტატიის წერის მომენტში ეს მონაცემი $423 მილიარდია. ეს კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მარტის შემდეგ.


ბოლო 7 დღის მანძილზე ბაზრის კაპიტალიზაცია ჯამში $47 მილიარდით გაიზარდა, კრიტოვალუტებმა დაახლოებით 79%-იანი ზრდა ნახეს.


კრიპტოვალუტებისთვის, დიდი ფულადი ნაკადები და გაზრდილი ვაჭრობა ყველაზე კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ ე.წ. bull market-ი (როდესაც ფასი იზრდება) დაბრუნდა, რაც მყიდველების რაოდენობის ზრდას გულისხმობს. ბიტკოინი რომ ავიღოთ საზომ ერთეულად, ვაჭრობის მოცულობა 6 აპრილის შემდეგ გასამმაგდა. ორშაბათისთვის $33 მილიარდის ღრებულების კრიპტოტრანზაქცია განხორციელდა.


ინდივიდუალურ ვალუტებზე საუბრისას ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა EOS-ის და NEO-ს შემთხვევაში. პირველი 11%-ით გაიზრდა და მისი ფასი სტატიის წერის მომენტში $18,24-ია, ნეოს ფასი კი 18,3%-ით გაიზარდა და ის ახლა $85-ს შეადგენს, რაც მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


გაზრდილი ფასის მიხედვით, ტოპ 10-ში მოხვდნენ Stellar Lumens-ი, რომელიც 5,9%-ით გაიზარდა და ტრონი - 6,9%-იანი ზრდით.


ამასობაში, ბიტკოინი ბოლო კვირაში 3,4%-ით გაიზარდა, ეთერიუმი კი 6,6%-ით. მხოლოდ რიპლის ფასი შემცირდა 4,8%-ით.


წყარო: hacked.com

bottom of page