top of page

Sony ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ინტეგრირებას აპირებს


Sony, საერთაშორისო ელექტრონიკისა და გასართობების კორპორაციამ, Playstation Network-ში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ინტეგრაციის დაპატენტება მოითხოვა თამაშების ონლაინ შესყიდვებისთვის.


კომპანია პასუხისმგებელია საკმაოდ ბევრ ტექნოლოგიურ რევოლუციაზე, იქნება ეს Plazstation, Walkman, თუ სხვა. შესაბამისად, მართლაც საკვირველია, რომ ეს პირველი ჭორებია, რომლებიც Sony-ს მიერ ბლოკჩეინის ინტეგრაციას უკავშირდება.


პატენტი ციფრული უფლებების მენეჯმენტის სისტემისთვისაა, რაც ბლოკჩეინის მეშვეობითაა ავტორიზირებული. მარტივად რომ ავხსნათ:


Playstation 4 და Playstation Network საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, შეისყიდონ თამაშები ონლაინ - იმისათვის, რომ მათ თამაში შეძლონ, მათ საკუთრების უფლება უნდა ჰქონდეთ. ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული უფლებების მენეჯმენის სისტემა საშუალებას მისცემს Playstation Network-ს, დაადასტუროს თამაშის შესყიდვის ტრანზაქციები, რაც, თავის მხრივ, საკუთრების უფლებას დაადასტურებს. ეს Sony-ს გაუმარტივებს იმის უზრუნველყოფას, რომ ქსელში გავრცელებული თამაშის ასლები ნამდვილად ლეგალურადაა შეძენილი.


რა თქმა უნდა, ეს პატენტი ჯერ მხოლოდ განხილვის ქვეშაა. თუმცა, თუ ყველაფერი გამოვიდა, ის კიდევ ერთ ინდუსტრიას შემატებს მეტ გამჭვირვალობასა და უფლებების მენეჯმენტს.


წყარო: cryptodaily.co.uk

bottom of page