top of page

5 წვრილი კრიპტოვალუტა, რომელთაც წარმატებას უწინასწარმეტყველებენ



შენიშვნა: ეს არ არის საინვესტიციო რჩევა. მოცემული სტატია მომზადებულია ვებ-გვერდ www.dollardistruction.com-ის მიხედვით და წარმოადგენს მათ პროგნოზს. ქვემოთ ჩამოთვლილი ხუთივე პროექტი მაღალი რისკიანობითა და მაღალი ჯილდოს შესაძლებლობით ხასიათდება. ამიტომ გთხოვთ, საინვესტიციო გადაწყვეტილებები მხოლოდ საკუთარ თავზე და მოძიებულ ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღოთ.



კრიპტო სივრცეში ინვესტორებისა და მოვაჭრეების უმეტესობა ეძებს ისეთ შეუმჩნეველ კრიპტოვალუტას, რომელიც მომავალში 10-ჯერ, 20-ჯერ ან 100-ჯერ მეტ უკუგებას მოუტანს. რა თქმა უნდა, პროექტების უმეტესობა ინვესტორებს არასოდეს მოუტანს ამ მოგებას, თუმცა კრიპტოვალუტების უსასრულო სიაში ყოველთვის მოიძებნება ასეთი ძვირფასი ქვები.


მთავარი კითხვაა, რისკის მიუხედავად ღირს თუ არა, კრიპტოვალუტაში თანხის ჩადება და რამდენად შეძლებ მოგების მიღებას ინვესტიციისგან ? კრიპტოვალუტის სივრცეში ჩატარებული კვლევის შემდეგ, ჩვენ აღმოვაჩინეთ 5 ასეთი კანდიდატი, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ.


Quantstamp


ბლოკჩეინის პროექტის, Quantstamp-ის, გუნდი ცდილობს გონიერი კონტრაქტების შექმნის პროცესი რაც შეიძლება უსაფრთხო გახადოს თავისი უსაფრთხო აუდიტის პროტოკოლის მეშვეობით.


ეს უსაფრთხო აუდიტის პროტოკოლი მიზნად ისახავს გონიერი კონტრაქტების დიზაინის სისუსტეების აღმოჩენასა და გაშვებამდე დეველოპერებისთვის სიგნალის მიცემას. ეს იცავს როგორც მომხმარებელს, ასევე ინვესტორებს, რამეთუ პროტოკოლი კონფიდენციალურობის დარღვევისა და ფულადი სახსრების დაკარგვის საფრთხეს ამცირებს. Quantstamp-ის დეცენტრალიზებული ქსელისა და გარე მონაწილეების დახმარებით, პროტოკოლი მუდმივად ვითარდება და უმჯობესდება. ეს მონაწილეები უმეტესწილად უსაფრთხოების ექსპერტები არიან, მაგრამ თითოეული შემოთავაზებული წინადადება ამ საზოგადოების წევრების მხრიდანაც უნდა იყოს მხარდაჭერილი.


გარდა ამისა, Quantstamp-ი წამახალისებელი პრემიის პროგრამასაც უზრუნველყოფს, რომელშიც გონიერი კონტრაქტების შემქმნელებს Quantstamp-ის მონეტების, QSP-ის, გამოყენება შეუძლიათ, როგორც ხარვეზის აღმოჩენისას მიღებული ჯილდო. ამ "პრემიის მაძიებლები" Quantstamp საზოგადოების გამოცდილი პროგრამისტები არიან, რომლებიც გონიერი კონტრაქტების დიზაინში ხარვეზების პოვნას ცდილობენ.


მიუხედავად იმისა, რომ Quantstamp ეთერიუმის ბლოკჩეინზეა დაფუძნებული, ის ბლოკჩეინის მიმართ აგნოსტიკი ხდება, როდესაც საქმე გონიერი კონტრაქტების შესწავლას ეხება. ეს იმას ნიშნავს, რომ Quantstamp პროტოკოლი შეიძლება სხვა ბლოკჩეინის პლატფორმებზე იქნას გამოყენებული, როგორიცაა NEO, Lisk ან Waves.


მათი მთავარი ქსელის ჩაშვება აგვისტოში მოხდება და გუნდი გიქრობს, რომ ოქტომბრიდან გონიერი კონტრაქტის დაზღვევის მექანიზმები უკვა მზად იქნება.


Origintrail


Origintrail ბლოკჩეინის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მიწოდების ჯაჭვის პროცესის შეცვლას. მიწოდების ჯაჭვში ყველა მონაცემზე თვალყურის დევნება და, ამავდროულად, პროდუქტებისა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა, საკმაოდ ჩახლართული პრობლემაა. Origintrail-ის დეცენტრალიზებული პლატფორმა კი მიწოდების ჯაჭვის პროცესების გამჭვირვალობას უზრუნველყოს, რასაც ორგანიზაციების მიერ მიწოდების ჯაჭვის მონაცემების მათ პლატფორმაზე გაზიარებით აღწევენ. ამ გზით, ბლოკჩეინზე ჩაწერილი მონაცემები დაცულია და მონაცემთა გაზიარების პროცესი სინქრონიზებული, ეფექტური და ავტომატური ხდება.


Origintrail ბიზნესებს მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტთან დაკავშირებული ხარჯების შემცირების საშუალებას აძლევს ოპტიმიზირებული ეფექტურობის მეშვეობით. მიწოდების ჯაჭვის მონაწილეთა მონაცემების სანდოობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად, Origintrail- მა ალგორითმებისა და მონაცემთა ხარისხის შემოწმების მეთოდები შეიმუშავა. მომხმარებლისთვის კი Origintrail პროდუქტის წარმოშობის ნახვას საკმაოდ მოსახერხებელს ხდის. მათ შეუძლიათ პროდუქტის მთლიანი მიწოდების ჯაჭვის ნახვა და შეფასება -რამდენად აქცევენ ორგანიზაციები ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას ყურადღებას, რა კომპონენტები ემატება პროდუქტს ჯაჭვის ყოველ ნაბიჯში და საიდან მომდინარეობს ის.


2018 წელს Origintrail-ის პროექტის მიმართ მოლოდინები მაღალია მათი ამბიციური საგზაო რუკის გამო. ამ წლისთვის დაგეგმილია როგორც სატესტო ქსელის (ივნისში), ასევე მათი დეცენტრალიზებული ქსელის გაშვება (Q3). დამატებით, გუნდი 2018 წელს მაქსიმუმ 30 ახალი პროექტის დეცენტრალიზებულ ქსელში გაშვებას ელის. მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი შეიძლება ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მეშვეობით შეიცვალოს და ამაში დიდი წვლილის შემტანი Origintrail იქნება.


Qlink


Qlink არის მსოფლიოში პირველი დეცენტრალიზებული მობილური ქსელი. ბლოკჩენის სტარტაპი ახალი დეცენტრილიზებული მობილური ქსელის პლატფორმის შექმნით გეგმავს ამ ინდუსტრიის შეცვლას.


ამჟამად, მობილური ქსელების კომპანიებში რამოდენიმე პრობლემა არსებობს. პირველ რიგში, არაეფექტურობის გამო ხარჯები უფრო მეტია, ვიდრე უნდა იყოს. მომხმარებლები მცირე ზომის მონაცემებისა და მობილური პაკეტების გამოყენებისთვის საკმაოდ ბევრს იხდიან. ამასთანავე, მობილური ქსელების გამოწერები უაღრესად არაეფექტურია და ხალხი ჭარბ სიმძლავრეს ან გამოუყენებელს ტოვებს, ან ამოწურავს, რის შემთვევაშიც დამატებითი საფასურის გადახდა უწევს. გარდა ამისა, ღია Wi-Fi ქსელები არაა უსაფრთხო და მომხმარებლის მოწყობილობებს საშუალოდ გამოცდილი ჰაკერების მსხვერპლადაც კი ტოვებს.


Qlink-ის მიზანია გაზიარებადი მობილურის ქსელის შექმნა. ადამიანებს, რომელთაც თავიანთ მოწყობილობებზე ჭარბი სიმძლავრე ან ძლიერი Wi-Fi ჰოტსპოტი აქვთ, შეუძლიათ მიიღონ Qlink-ის მონეტა (QLC), რომლის მეშვეობითაც პლატფორმა თავის თავისუფალ Wi-Fi-ის აქირავებს.


კიდევ ერთი სერვისი, რომლის შექმნასაც სტარტაპი ფიქრობს, დეცენტრალიზებულ SMS სერვისებია, რაც ჭარბი SMS-ების მქონე ადამიანებს საშუალებას მისცემს, ტექსტური შეტყობინებები დეცენტრალიზებულ პლატფორმაზე გაყიდონ.


Qlink-ის საგზაო რუკის მიედვით, პროექტის გამასშტაბურებას შეიძლება ერთი წელი დასჭირდეს. მათი SMS და Wi-Fi პროდუქტები წელს უკვე ჩაეშვა და ეს მხოლოდ დასაწყისია.


Polymath


Polymath-ი ფასიანი ქაღალდის მონეტების პლატფორმაა, რომელიც ტრადიციული მეთოდით კაპიტალის მოზიდვის ახალ საშუალებასთან, კერძოდ კრიპტოვალუტასთან, დასაკავშირებლადაა შექმნილი. Polymath-ს სურს, შექმნას პლატფორმა, რომელიც აქციონერებს მონეტების მფლობელებად (ფასიანი ქაღალდის მონეტად) გარდაქმნის. მათ ტერმინი ICO STO-თი ჩაანაცვლეს, რაც იშიფრება, როგორც Security Token Offerings, ანუ ფასიანი ქაღალდის მონეტის შეთავაზება. STO-ები Polymath-ის დეცენტრალიზებულ პლატფორმაზე გაეშვება. როგორც სერვისი, პლატფორმა ეხმარება კომპანიებს, გადალახონ მათ წინაშე არსებული ტექნიკური და სამართლებრივი გამოწვევები, როდესაც მათ საკუთარი მონეტის გამოცემა სურთ კაპიტალის მოსაზიდად.


Polymath-ის ტოკენს (POLY) „იცნობდე შენს კლიენტს“ (KYC) სერვისი აქვს ჩაშენებული, რაც მას რეგულაციებს უქვემდებარებს და სხვა პროექტებში ინვესტიციების განხორციელების საშუალებას აძლევს. პლატფორმისა და მონეტებისთვის „იცნობდე შენს კლიენტებს“ ფუნქციონალის ოპტიმიზაციის მიზნით, Polymath-მა კიდევ ერთ ბლოკჩეინის სტარტაპთან, SelfKey- სთან გააფორმა პარტნიორობა.


კაპიტალის მოზიდვის ტრადიციული გზები, როგორიცაა აქციები, ობლიგაციები, სარისკო კაპიტალი და კერძო კაპიტალი, ბევრად უკეთესად შესაძლებელია სათანადოდ შექმნილ ბლოკჩეინზე. მფლობელობა მარტივად გადაცემადი და უდავოა, კაპიტალს კი შუამავლების გარეშე სწრაფად შეუძლია გადაადგილება. ფასიანი ქაღალდების ღირებულება ტრილიონებს აღწევს და, იმის გათვალისწინებით, რომ ბლოკჩინის ტექნოლოგია ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გადის, ფასიანი ქაღალდების ახალი მეგა ტენდენციაა მოსალოდნელი.


ფასიანი ქაღალდების მონეტების გამოშვებითა და ლეგალურ პლატფორმად ყოფნის გამო, Polymath-ი შეიძლება ინდუსტრიის წამყვანი მოთამაშე გახდეს ფასიანი ქაღალდების მონეტების ბაზარზე. კომპანიის წინასწარმეტყველებების თანახმად, ფასიანი ქაღალდების მონეტები შეიძლება 2020 წლისთვის 10 ტრილიონ დოლარის ღირებულებით შეფასდეს.


Ravencoin


Ravencoin არის კრიპტოვალუტა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს აქტივების ტრანსფერს თავის დეცენტრალიზებულ ქსელში. ეს მონეტის მფლობელებს შორის სხვადასხვა კრიპტოვალუტების გაგზავნას გულისხმობს. Ravencoin-ი არ არის ციფრული ფული - ის კონფიდენციალურობისა და მომხმარებლის კონტროლისთვის შეიქმნა.


Ravencoin ყურადღებას ერთ კონკრეტულ ფუნქციაზე გაამახვილებს: აქტივების ერთი მხრიდან მეორეზე ტრანსფერს. ბიტკოინები, მაგალითად, შეიძლება სწრაფად, მარტივად და საფულეებს შორის ჩარევის გარეშე იქნას გადაცემული. Ravencoin-ის შემთხვევაში, ხალხს სურს, რომ სხვა აქტივების გადაადგილებაც ისე მარტივად მოხდეს, როგორიცაა ფასიანი ქაღალდების, საქონელისა და სხვა აქტივების გადაადგილება.


Ravencoin ბიტკოინის ორკაპზეა აგებული მისი პროტოკოლის ხშირი ტესტირებისა და განვითარების შედეგად, მაგრამ გარკვეული ჩასწორებით. ეს ჩასწორება უფრო მოკლე ბლოკის ჯილდოს დროა, რაც მას უფრო ეფექტურს ხდის ენერგიის მხრივ და, ამასთან, საერთო მონეტების რაოდენობაც შეცვლილია.


Ravencoin-ის მიღება მხოლოდ მაინინგით შეიძლება, აქედან გამომდინარე, მას არ ჰქონია ICO, ფულადი სახსრების განაწილება ან წინასწარ მოპოვებული მონეტები. გარდა ამისა, Ravencoin-ის ძლიერი ალგორითმის საშუალებით მონეტის მაინინგ პროცესი ASIC-მდგრადია. ეს იმას ნიშნავს, რომ მაინინგ ენერგია უფრო თანაბრად ნაწილდება.


პროექტი ზოგიერთი ბიტკოინ დეველოპერების სურვილით დაიწყო, ენახათ კიდევ რა შეიძლება გაკეთებულიყო - ამ ექსპერიმენტის შედეგი Ravencoin-ია. Ravencoin შეიძლება დიდი ინვესტიცია იყოს, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ ამ კრიპტოვალუტას 400-ზე მეტი ბიტკოინ დეველოპერი ჰყავს, რომლებმაც 14,000-ზე მეტი წვლილი შეიტანეს.


Overstock-მა Ravencoin-ის მონეტის მიმართ ინტერესი გამოიჩინა პროექტში „მილიონობით დოლარის“ ინვესტიციით. ამჟამად, Ravencoin-ის პლატფორმაზე აქტივების ტრანსფერი ჯერ კიდევ არაა შესაძლებელი, მაგრამ აშკარაა, რომ პროექტი ღირს თვალის სადევნებლად.


წყარო: dollardestruction.com


bottom of page