top of page

მიაღწევს EOS $28-ს?


შენიშვნა: ეს არ არის საინვესტიციო რჩევა. მოცემული სტატია მომზადებულია ვებ-გვერდ www.cryptodaily.co.uk-ის მიხედვით და წარმოადგენს მათ პროგნოზს. ამიტომ გთხოვთ, საინვესტიციო გადაწყვეტილებები მხოლოდ საკუთარ თავზე და მოძიებულ ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღოთ.


EOS-ი დაუბრუნდა თავის ძველებურ ხრიკებს - ფასის მატებას მნიშვნელოვანი ტემპით, რაც გაცილებით მეტია მისი ხუთი ყველაზე დიდი კონკურენტის ზრდაზე.


ცოტა ხნის წინ EOS მოგვევლინა ბაზრის ლიდერად და ბევრი მას ბიტკოინთანაც აასოცირებს. როგორც დაკვირვებებიდან ჩანს, როცა EOS იზრდება, ბაზრის ზედა ვალუტებიც მიჰყვებიან ხოლმე. იგივე შეიძლება ითქვას ვარდნაზეც.


საოცარია, მაგრამ ამ კვირაში ვნახეთ, რომ EOS-მა ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია - გვაჩვენა უფრო მეტი, ვიდრე კრიზისიდან გამოსვლაა. პიკის შემდეგ ის ცოტა დავარდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვალუტა ისევ დაბრუნდა და იპყრობს ახალ მწვერვალებს.


ამ მომენტისთვის, EOS-ი 18,69 დოლარი ღირს, რაც 9,24%-იანი ზრდის შედეგია. სრულად რომ დავინახოთ მისი წარმატება, უნდა აღვნიშნოთ, რომ EOS-მა ტოპ ხუთ კრიპტოვალუტას შორის დაიკავა ადგილი მას შემდეგ, რაც მისი და კარდანოს (Cardano) გზები გაიყარა. ეს გამოწვეულია იმით, რომ კარდანოს ბაზრის კაპიტალიზაცია მხოლოდ 50%-ია EOS-ის ბაზრის კაპიტალიზაციასთან შედარებით. იმისათვის, რომ კარდანო მას დაეწიოს, ალტკოინს სწრაფი ზრდა დასჭირდება, ამავდროულად კი EOS-ი ერთ ადგილას უნდა დარჩეს, რაც ძალიან სათუოა.


მოდით, სიმართლე ვთქვათ: თუ კარდანომ სწრაფად დაიწყო ზრდა, EOS-იც იგივეს იზამს, აქედან გამომდინარე ის ვერ შეძლებს, დაეწიოს EOS-ს.


არაა გამორიცხული ისიც, რომ EOS-მა ბიტკოინ ქეშის ადგილი (Bitcoin Cash) დაიკავოს რეიტინგში. ამისთვის მან უნდა გაზარდოს საკუთარი ღირებულება $28-მდე.


რამდენიმე კვირის წინ, ეს აფსურდული მტკიცება იქნებოდა, მაგრამ მხედველობაში მივიღოთ შემდეგი…


10 აპრილს, EOS-ი $5,81 ღირდა, ახლა თვეზე ნაკლებია გასული და ვხედავთ, რომ მისი პიკი $20,24 იყო. ზრდა, რომელიც მან განიცადა, საოცარია. ასე თუ გაგრძელდა, 28 დოლარი არც ისე შორია.


EOS-ის მთავარი ქსელი მალე გაეშვება. ბევრის აზრით, ეს ივნისში მოხდება. ამ მოვლენის მოლოდინი ვალუტას ყურადღების ცენტრში მოაქცევს და ფასის ზრდასაც გამოიწვევს.


რაც უფრო იზრდება EOS-ის ფასი, მით უფრო ემსგავსება ის შეუჩერებელ ძალას. მეხუთე ადგილის დამკვიდრების შემდეგი ნაბიჯიც ეს უნდა იყოს. მართლა მოხდება ეს? იმისათვის, რომ კითხვას პასუხი გაეცეს, მოვლენების განვითარებას უნდა დავუცადოთ .


უკვე ერთი თვეა, ალტკოინი შესანიშნავად მიდის წინ. მაგრამ, დათვური მიდგომა არ არის კარგი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ჩაატაროთ თქვენი გამოკვლევა და მხოლოდ მას შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.


წყარო: cryptodaily.co.uk

bottom of page