top of page

წამყვანი კრიპტოვალუტები ზრდას განაგრძობენ


ბოლო 24 საათში კრიპტობაზარზე კვლავ შეინიშნება ფასების მატება, რისი შედეგიცაა $440 მილიარდიანი ნიშნულის მიღწევა ჯამურ კაპიტალიზაციაში. შემდეგი ნიშნული, რომელსაც ბევრი ელის, $0,5 ტრილიონია. ბიტკოინი, ეთერიუმი, კარდანო, ბიტკოინ ქეში და რამდენიმე სხვა წამყვანი კრიპტოვალუტა მოკლე ვადაში კვლავ ძლიერდება.


ეთერიუმი ბაზრის ლიდერია


ეთერის - ეთერიუმის ბლოკჩეინ ქსელის კრიპტოვალუტის - ფასი, 3 მაისს 7%-ით გაიზარდა უკანასკნელ 12 საათში რამდენიმე დიდი რაოდენობით შეძენილი მონეტის გამო. ეთერის ასეთმა პოზიტიურმა ტალღამ WanChain-ის, Gelom-ისა და Ontology-ის ფასის ზრდაც გამოიწვია 10%-დან 50%-მდე შუალედში.


Bithump-მა, რომელიც სამხრეთ კორეის ყველაზე დიდი კრიპტობირჟაა, Golem (GNT) დაამატა, რისი შედეგიცაა მისი ფასის 50%-იანი ზრდა, ბიტკოინთან შედარებით კი მისი ფასი 47%-ით გაიზარდა, რომელმაც, თავის მხრივ, 3%-ით წაიწია წინ. თუმცა, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია GNT-ს ფასის კორექცია.


იმის გამო, რომ ზოგი ვალუტა ეთერიუმის ბლოკჩეინის სტანდარტს ეფუძნება, ეთერიუმის ფასის ზრდა მათი ფასის ცვლილებებსაც განაპირობებს.



მონეტებისა და ალტკოინების ბოლო ტენდენციებს თუ გადავავლებთ თვალს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ალტკოინების სეზონი დაბრუნდა. მონეტების ფასი ბიტკოინთან შედარებით 20-50%-ით იზრდება და მათი უმეტესობა იმედისმომცემად გამოიყურება.


ბიტკოინის ტრენდი


ამ დროისთვის, ბიტკოინი ნეიტრალურ ზონაშია და არ ფიქსირდება დიდი რაოდენობით ყიდვის ან გაყიდვის შემთხვევები. ბიტკოინის ასეთი სტაბილურობა კარგის მანიშნებელია მოკლე ვადაში, რაც ბიტკოინს იდეალურ მდგომარეობაში აყენებს, რათა ახლანდელი $9,300-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნოს და ოდნავ გაიუმჯობესოს კიდეც სიტუაცია უახლოეს 24 საათში.


წყარო - ccn.com

bottom of page