ბირჟები ტრონს ტექნიკურად მხარს უჭერენ
საერთო ბაზრის მოცულობის მიხედვით, ტრონი [TRX] მე-10 პოზიციაზე ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც ბოლო 24 საათში 4.46%-ით დაეცა. 27 აპრილს, მას $ 0.069 დოლარის ღირებულება ჰქონდა, 30 აპრილს $ 0.1 ბარიერსაც კი გასცდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ფასი ჩამოვარდა და 0.087 დოლარზე გაჩერდა.
ამ კვირაში, ტრონის ფასმა 24.97%-ით მოიმატა, რის გამოც ის ტოპ 10 კრიპტოვალუტაში მე-2 აღმოჩნდა და ზრდის ტემპით მხოლოდ Cardano-ს ჩამოუვარდა, რომელსაც 36.80% ჰქონდა 7 დღის განმავლობაში.
31 მაისს დაგეგმილი მთავარი ქსელის მიგრაციისა და 25 მაისს ვირტუალური მანქანების ამოქმედებით, ციფრული აქტივების სავაჭრო პლატფორმა Tron-ის მხარდაჭერას განაგრძობს.
ცოტა ხნის წინ, სავაჭრო პლატფორმამ, Gate.io-მ, მიგრაციის მხარდაჭერა დაამატა. Gate.io წამყვანი სავაჭრო პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში Gate Technology Inc-ის მიერ ოპერირებს. Gate.io მარტივ და უსაფრთხო ბიტკოინის სავაჭრო პლატფორმას გვთავაზობს. იგი დაარსდა 2013 წელს იმ მიზნით, რომ ასობით მაღალ ხარისხიანი ბლოკჩეინ პროდუქტებისა და სავაჭრო მომსახურების უზრუნველყოფა შეძლოს მთელს მსოფლიოში.
სხვა სავაჭრო პლატფორმებმაც, როგორიცაა Bibox და Bitfinex, ასევე დაამატეს მიგრაციისთვის მხარდაჭერა.
წყარო: ambcrypto.com