top of page

რა არის Codius? - რიპლის ახალი პროექტი


ალბათ, ცოტა თქვენგანს თუ სმენია Codius-ის შესახებ. გასაგებიც არის, რადგან ეს იყო პროექტი, რომელიც 2015 წელს დაიხურა, რადგან ჩათვალეს, რომ კრიპტობაზარი საკმარისად მომწიფებული არ იყო მსგავსი მასშტაბის პლატფორმისთვის. დღეს კი, სურათი შეიცვალა, ამიტომაც Codius-ის საცდელი ვერსია უკვე ჩაშვებულია და მალე ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.


და მაინც, რა არის Codius?


ეს არის რიპლის მიერ 2015 წელს შექმნილი პლატფორმა, სადაც შესაძლებელია გონიერი კონტრაქტების და სხვა სახის სმარტ პროგრამების განხორციელება.


მოდით, განვმარტოთ, რას ნიშნავს გონიერი კონტრაქტი. ეს არის ერთგვარი პროგრამა, რომელიც მოქმედებს ლოგიკის, არსებული სიტუაციის გაანალიზების და შესაძლო შედეგების გაფილტვრის გზით და შეთანხმების შედეგად საუკეთესო შედეგის მიღებაზეა ორიენტირებული. შეთანხმების კომპიუტერულ კოდად გადაყვანა არ წარმოადგენს რთულ პროცესს, თუმცა ის უნდა იყოს იმდენად დაცული, რომ შეთანხმებაში ჩართული მხარეები მას ენდობოდნენ.


რა შეუძლია Codius-ის პლატფორმაზე დაფუძნებულ გონიერ კონტრაქტებს?

  • შეინახოს აქტივები ერთ ან რამდენიმე ბლოკჩეინზე, როგორიცაა, მაგალითად, ბიტკოინის და რიპლის ბლოკჩეინები.

  • მოიძიოს ინფორმაცია ნებისმიერი წყაროდან, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტთან.

  • ჩაიწეროს სტანდარტულ პროგრამულ ენაზე.


იმის მიხედვით, თუ რა სახის უსაფრთხოებაა საჭირო გონიერი კონტრაქტისთვის, მონაწილე მხარეებს შეუძლიათ, აირჩიონ ე.წ. მასპინძელი ან მასპინძელთა ჯგუფი, რომლებსაც ისინი ენდობიან. ბევრი მანსპინძელი კი იძლევა უფრო მაღალ უსაფრთხოებას და გარანტიას იმისა, რომ კონტრაქტი შესრულდება ზუსტად იმ წესების მიხედვით, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ.


გონიერი კონტრაქტები არ არის სამართლებრივად გამყარებული, თუმცა ისინი შეიძლება გაფორმდეს ტრადიციულ კონტრაქტებთან ერთად, რომლებსაც იურიდიული ძალა ექნებათ.


როგორ მუშაობს კოდიუსი?


პლატფორმის მომხმარებლები ორ კატეგორიას განეკუთვნებიან:

  • კოდიუსის მასპინძლები არიან კომპანიები ან ინდივიდები, რომლებსაც სურთ გამოიმუშავონ ფული სხვა ადამიანებისთვის თავიანთი აპლიკაციების „მასპინძლობის“ სერვისის შეთავაზებით.

  • დეველოპერები ქმნიან აპლიკაციებს და ტვირთავენ მათ Codius-ის პლატფორმაზე.


დეცენტრალიზება, როგორც Codius-ის ძლიერი მხარე


დღეს დეველოპერებს უამრავი საშუალება აქვთ ქლაუდ ჰოსთინგისთვის. თუმცა, თითოეული მათგანი მუშაობს განსხვავებულად - კონფიგურაციის პროცესი სხვადასხვაა და რაც ყველასთვის გამაღიზიანებელია, თითოეული მათგანი მოითხოვს ინდივიდუალური ანგარიშის გახსნას.


Codius არის ღია პლატფორმა, რომლის გამოყენებასაც არსებული ჰოსტინგ პროვაიდერებიც შეძლებენ.


Codius-ის განახლებით ცხადი ხდება, რომ რიპლი საკუთარი გავრცელების არეალს აფართოვებს. xRapid, xCurrent, xVia და XRP-ის გარდა, ისინი ქმნიან სერვერების პორტფელს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ინდუსტრიებში.


Codius-ი შესაძლოა გახდეს კიდევ ერთი საშუალება, რომელიც ხელს შეუწყობს კრიპტოვალუტების გავრცელებას საზოგადოებაში. ამას აღნიშნული პროგრამა მოახერხებს გონიერი კონტრაქტების სერვერის შექმნით, რომლის გამოყენება მარტივი და მოსახერხებელი იქნება და რომელიც დამოუკიდებლად შეძლებს ფუნქციონირებას.


არ არის გამორიცხული, ბეტა ვერსიის დასრულების შემდეგ Codius-ი რიპლის მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს.


წყარო: cryptodaily.co.uk

bottom of page