top of page

სამხრეთ კორეა ICO-ების ლეგალიზებას ახალი პირობების ქვეშ იწყებს


სამხრეთ კორეის ხელისუფლება 2017 წლის ICO-ების აკრძალვის შემდეგ მათ ლეგალიზაციას გეგმავს. Korea Times-ის მიხედვით, კანონმდებლების კოალიცია ეროვნულ ასამბლეაში კონსენსუსის მიღწევას ცდილობს, რათა კანონპროექტი მიიღონ, რაც ქვეყანაში ICO-ებს კანონიერს გახდის.


შეთავაზებული ICO კანონპროექტის დეტალები


ჰანგ უი-რაკი ქვეყანაში ICO-ების დაკანონებისაკენ მიიწევს. ის სამხრეთ კორეის მმართველი, დემოკრატიული პარტიის, წევრია. ჰანგის თანახმად, შეთავაზებული კანონპროექტი თავისი ოფისისა და კორეას საერთაშორისო სავაჭრო ასოციაციის (KITA) შორის თანამშრომლობის შედეგია.


ქვეყნის ეროვნულ ასამბლეაში პირველადი მონეტების შეთავაზებისა და ბლოკჩეინის ფორუმზე საუბრისას, ჰონგმა განაცხადა:


„კანონპროექტი მიზნად ისახავს მთავრობის ზედამხედველობის ქვეშ  ICO-ების დაკანონებას. ამ ნაბიჯის მთავარი მიზანი ბლოკჩეინთან დაკავშირებული ბიზნესების წინაშე არსებული გაურკვევლობების  აღმოფხვრაა.“


ახალი კანონმდებლობა არ იძლევა კანონიერ თავშესაფარს შეუზღუდავი ICO-ებისთვის. ამის ნაცვლად, კანონპროექტი ახალისებს ICO-ებს, რომლებიც ხელს უწყობენ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ზრდასა და განვითარებას. აქედან გამომდინარე, შეთავაზებული მარეგულირებელი ჩარჩოების ქვეშ მხოლოდ კვლევითი ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ICO-ები იქნება ნებადართული.


ფინანსური მომსახურების კომისია, ისევე, როგორც მეცნიერებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრო, პასუხისმგებელი იქნება ICO-ების რეგულირებასა და მონიტორინგზე.


ეს ნაბიჯი 2017 წელს ICO-ს აკრძალვის წინააღდეგ გადადგმულ პირველ განმსაზღვრელ ნაბიჯს წარმოადგენს. ქვეყნის მთავრობამ აკრძალა ICO-ები, რათა თავიდან აეცილებინა გაუკონტროლებელი სპეკულაციური ინვესტიციები კრიპტოვალუტებში. ამის შედეგად, ახალი ICO პარადიგმა აღიარებს მხოლოდ იმ ICO-ებს, რომლებიც ძალზედ ინოვაციური და არა მხოლოდ რაიმე უცნაური ბიზნეს იდეაა.


კანონპროექტის კომენტირებისას, ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, ჩუნგ სიე-კიუნმა, აღნიშნა:


„ბლოკჩეინები და კრიპტოვალუტები შეიძლება სხვადასხვა საჯარო სექტორში გამოვიყენოთ. მათი პოტენციალის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ შევამციროთ პოლიტიკური გაურკვევლობა, რომლის წინაშეც ისინი დგანან.“


კრიპტო და ბლოკჩეინის ტექნოლოგია სამხრეთ კორეაში


ქვეყნის კანონმდებლების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ადასტურებს სამხრეთ კორეის ამბებს ICO-ების შესახებ. მარტში საუბარი იყო იმაზე, რომ მთავრობა „გარკვეული პირობების“ ქვეშ პირველად მონეტების შეთავაზებას (ICO) დაუშვებს.


2017 წლის ბოლოს, ქვეყანაში მომხდარმა მარეგულირებელმა დარღვევებმა გლობალურად შეუწყო ხელი კრიპტოს ფასების შემცირებას. კრიპტო ბირჟებზე გარდაუვალი აკრძალვების შესახებ ამბებმა პანიკისა და პროტესტის გავრცელება გამოიწვია. საბოლოოდ, მთავრობამ თავისი თავდაპირველი პოზიცია დათმო, ნაცვლად კი ანონიმური ვაჭრობა აკრძალა.


მთავრობამ ბოლო დროს განაცხადა, რომ ის ხელს შეუწყობს და წაახალისებს კრიპტო ბაზარს. სეულმა, ქვეყნის დედაქალაქმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის თავისი ქალაქის მასშტაბით ახალ კრიპტოს, სახელად S-coin-ს, გამოუშვებს.


წყარო: bitcoinist.com

bottom of page