top of page

ტელეგრამმა თავისი ICO-ს საჯარო გაყიდვები გააუქმა


ტელეგრამმა გადაწყვიტა, შეეწყვიტა თავისი ICO-ს საჯარო გაყიდვები მას შემდეგ, რაც მან ორი კერძო წინასწარი გაყიდვებით 1.7 მილიარდი აშშ დოლარი მოაგროვა. კომპანიამ განაცხადა, რომ მათ დამატებითი ფინანსები აღარ სჭირდებოდათ.


უოლ სტრიტის გაზეთმა 2 მაისს გამოაცხადა, რომ ტელეგრამმა „იმდენად ბევრი ფული მიიღო“ ორი წინასწარი გაყიდვებით კერძო, აკრედიტირებული ინვესტორებისგან, რომ კომპანია „უფრო ფართო პუბლიკისთვის დაგეგმილ გაყიდვებს წყვეტს.“


2018 წლის იანვარში ინტერნეტ სივრცეში შემთხვევით whitepaper-ი გავრცელდა, რომელიც ტელეგრამის ღია ქსელის (TON) პროექტის შესახებ დეტალურ გეგმას ამჟღავნებდა. პროექტი „მესამე თაობის“ ბლოკჩეინ პლატფორმის შექმნას ისახავდა მიზნად, რომელსაც ეთერიუმისთვის უნდა გაეწია კონკურენცია (ეთერიუმს Visa/Mastercard-ის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია).


TON-ის პლატფორმაზე ტრანზაქციები ახალ კრიპტოვალუტაში განხორციელდება, რომელიც ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია. ტელეგრამმა ამ ახალი კრიპტოვალუტის საერთო რაოდენობის პროცენტი აკრედიტირებულ ინვესტორებს SAFT-ით (სამომავლო მონეტებზე მარტივი ხელშეკრულებით) შესთავაზა.


კერძო წინასწარი გაყიდვების ორი რაუნდის შედეგად, TON-ის პროექტმა თითო ჯერზე 850 მილიონი დოლარი შეაგროვა. საერთო ჯამში, 175-მა აკრედიტირებულმა ინვესტორმა, რომლებიც ინსტიტუციონალური კლიენტებისა და მაღალი შემოსავლის მქონე ინდივიდებისგან შედგებოდნენ ტელეგრამის პროექტს 1.7 მილიარდი დოლარი შესწირეს, რის ხარჯზეც ის მიღებული თანხით ყველაზე მსხვილი ICO არის.


წყარო: icorating.com

bottom of page